იცით რომელი დაავადებების დროს არის რეკომენდებული ჭინჭრის ნახარში? ბებომ მასწავლა და მთელი ცხოვრება ვემადლიერები
ჭინჭრით აჩერებდნენ სისხლდენას, მკურნალობდნენ სურავანდს, ანემიას, ახორცებდნენ ჭრილობებს და წყლულებს. გარდა ამისა, ჭინჭრით დამზადებულ პრეპარატებს აქვთ ორგანიზმის გამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტი.
სასარგებლო თვისებები
ჭინჭარი რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:
- ანემია;
- ბუასილი;
- საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის, ცხვირის სისხლდენა;
- სახსრების დაავადებები;
- ჭრილობები, დამწვრობა, კანის ინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, ყაბზობა, დარღვევები, ღვიძლის ანომალიები, სანაღვლე გზების დაავადებები);
- დიაბეტი;
- ბრონქიტი;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- წყალმანკი;
- საშვილოსნოს ინვოლუცია;
- ღრძილების, ყელის დაავადებები.
ჭინჭარი და ალერგია
ამცირებს ჰისტამინის გამომუშავებას, ხსნის შეშუპებას, ანთებას, ქავილს. გამოიყენება მცენარის ნახარში და ნაყენი. იგი მიიღება პერორალურად და კანის დასამუშავებლად ადგილობრივი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
სისხლდენა და მენსტრუაცია
პერორალურად მიიღება ნახარში, რომელიც ამცირებს სისხლდენის ინტენსივობას, განსაკუთრებით ძლიერი მენსტრუალური ნაკადის დროს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ახდენს ჰემოგლობინის ნორმალიზებას სისხლის დაკარგვის დროს.
ანემია
ჭინჭრის შემადგენლობაში არსებული რკინა, ზრდის ჰემოგლობინის დონეს და აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას. ნახარშს გააჩნია ზოგადი გამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტი და ზრდის შრომისუნარიანობას.
მამაკაცური ჯანმრთელობა, პოტენცია
პროსტატიტის დროს გამოიყენება ჭინჭრის ნახარში, რომელიც ხსნის ანთებას და შეშუპებას. ნახარში ახდენს სისხლის მიმოქცევის ფუნქციის და პოტენციის ნორმალიზებას.
ბუასილი
სისხლდენის დროს, გამოიყენება ჭინჭრის ფოთლების ნახარშის ოყნები ან ჭინჭრის ნახარშის დასალევი კურსი. მცენარე ხელს უწყობს ანთების შემცირებას, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას და ლორწოვანი გარსის განკურნებას.
ვარიკოზი
თუ თრომბოზის საშიშროება არ არსებობს, მაშინ ვარიკოზული ვენების, მათ შორის სისხლძარღვებზე ოპერაციების შემდეგ, სამკურნალოდ გამოიყენება ჭინჭრის ფოთლების ნაყენი ან ნახარში პერორალურად. ისინი ხსნიან ანთებას და ახდენენ სისხლძარღვების კედლების ტონუსის ნორმალიზებას.
თმის მოვლა და ქერტლი
ჭინჭრის ნაყენით უნდა ჩამოიბანოთ თმა, შეიზილოთ კანში და გაიჩეროთ თმის გაშრობამდე. შედეგად თმა ნაკლებად ცვივა და იმტვრევა და იძენს ჯანსაღ შესახედაობას. ნაყენი ასევე გამოიყენება სებორეის სამკურნალოდ და თმის ზრდის სტიმულირებისთვის. ჭინჭრის ნაყენის გამოყენება რეკომენდირებულია რეგულარულად.
გამონაყარი და სახის კანი
სახის დაბანა ჭინჭრის ნაყენით აშორებს გამონაყარს, ანთებას და ვენურ ვარსკვლავებს. სასარგებლო ნიღაბი, რომელიც მზადდება ჭინჭრისა და თაფლისგან გამოიყენება მშრალი და დაბერებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
გამოყენების მეთოდები
ცხელი ნაყენი
აიღეთ დაფქული მცენარე 1 ჩ.კ და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გამოხსენით და გაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიიღეთ მიღებული ნაყენის 1/3 დღეში სამჯერ ჭამის წინ 40 წუთით ადრე.
ნახარში
აიღეთ დაფქული მცენარის 1 ჩ.კ დაასხით 300 მლ. წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაზე თავდახურულ ჭურჭელში 15 წუთი. შემდეგ დააყენეთ გაცივებამდე 45 წუთი. გაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიიღეთ მიღებული ნაყენის 1/3 დღეში სამჯერ ჭამის წინ 40 წუთით ადრე.
ცივი ნაყენი
აიღეთ დაფქული მცენარე 1 ჩ.კ და დაასხით 200 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალი და გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ გაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიიღეთ მიღებული ნაყენის 1/3 დღეში სამჯერ ჭამის წინ 40 წუთით ადრე. ყოველ მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ.