Vau.ge

გამთბობი კომპრესები – ნამდვილი აღმოჩენა სისხლძარღვების გასაფართოებლად

გამთბობი კომპრესები - ნამდვილი აღმოჩენა სისხლძარღვების გასაფართოებლად

გამთბობი კომპრესი კანზე სხეულის ტემპერატურამდე გამთბარ წყლის ორთქლს წარმოქმნის.

კანიდან აორთქლება და გაცემა მცირდება, რაც იწვევს სისხლძარღვთა თანაბარ  თანაბარ და ხანგრძლივ გაფართოებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აძლიერებს სისხლის ნაკადს დაავადებულ ადგილას, ასეთ კომპრესს ადებენ კისერზე, გულმკერდზე, ხელ-ფეხზე, მუცელზე, ანგინის სპაზმის, სისხლძარღვოვანი სპაზმის, სახსრების ანთების დროს.

ხსნარებად გამოიყენება 18-20 გრადუსიანი წყალი,  ოდეკოლონი, არაყი, სანახევრად განზავებული სამედიცინო სპირტი. აიღეთ სუფთა რბილი ქსოვილის ნაჭერი, რომელიც კარგად იწოვს ტენს.

2 ან 3 ფენად დაკეცეთ, დაასველეთ ხსნარში, ოდნავ გაწურეთ და დაადეთ საჭირო ადგილას. ზემოდან დააფინეთ მუშამბა ან გასანთლული ქაღალდი, რომელიც 2-3 სმ-ით სველ ნაჭერზე უფრო ფართო უნდა იყოს. შემდეგ დააფინეთ ბამბა ან ფლანელი კიდევ უფრო ფართო ფენად და ბინტით ზედმიწევნით დააფიქსირეთ. ზემოდან შეიძლება შალის თავსაფრის დაფარება.

წყლიან კომპრესს 6-10 საათი აჩერებენ. არყიან და ოდეკოლონიან კომპრესებს კი უფრო ხშირად ცვლიან (მაგრამ არანაკლებ 2 საათის შუალედებით) იმის გამო, რომ ისინი სწრაფად ორთქლდება, კანი შრება და ღიზიანდება.

თუ კომპრესი სწორადაა დადებული, აღებული ქსოვილი სველი და თბილი იქნება. თუ ავადმყოფს შეამცივნა, ეს ნიშნავს, რომ კომპრესი კანს მჭიდროდ არ ადევს.

პროცედურა ხელახლა უნდა გაიმეოროთ. ხოლო თუ კომპრესი დიდ ზედაპირზე ედება,
მაშინ ავადმყოფი უნდა იწვეს.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Exit mobile version