Vau.ge

ჩემს დედამთილს წლების განმავლობაში აწუხებდა ნიკრისის ქარი, გაწამდა და დაიტანჯა. ბოლოს ხალხური რეცეპტი სცადა და შესანიშნავი შედეგი მიიღო.

ჩემს დედამთილს წლების განმავლობაში აწუხებდა ნიკრისის ქარი, გაწამდა და დაიტანჯა. ბოლოს ხალხური რეცეპტი სცადა და შესანიშნავი შედეგი მიიღო.

ჩემს დედამთილს განსაკუთრებით ფეხის დიდი თითის სახსრები სტკიოდა, რომლებზეც კარგად ჩანდა მარილის კრისტალები. საწყალი ქალი გაწამდა.

ბოლოს ხალხური რეცეპტები სცადა და მართლაც შესანიშნავი შედეგი მიიღო. მისი თხოვნით ამ რეცეპტებს თქვენც გაგაცნობთ, რათა მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენოთ.

ჩემმა დედამთილმა, პირველ რიგში, კვება მოიწესრიგა. იკვებებოდა უმთავრესად რძის ნაწარმით, დიდი რაოდენობით იღებდა სითხეს, განსაკუთრებით
— ბორჯომს, ნაბეღლავს. აკრძალა ხორციანი სუპები და ნახარშები, აგრეთვე — ცხიმიანი და შებოლილი ხორცი და თევზი, ლობიო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, წიწაკა — ეს ყველაფერი ექიმმა ასწავლა.

რაც შეეხება რეცეპტებს, ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია შემდეგი ბალახეული ნარევების მიღება:

აიღეთ 3 ჩაის კოვზი ასისთავას ფესვი, დაასხით 3 ჭიქა წყალი და დააყენეთ 3 საათით, შემდეგ შედგით ცეცხლზე, ადუღეთ 7-10 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 5-ჯერ.

- 1 ს/კ იის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, ხარშეთ 7-10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

აიღეთ 20გ იის ყვავილი, 25 გ ლობიოს გული, 25 გ დათვის კენკრას ფოთოლი, 20 გ
სიმინდის ულვაში და 25 გარყის ხის კვირტი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი და დადგით 30 წუთით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ სამი კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

დღის განმავლობაში სასარგებლოა მიირთვათ დაახლოებით 1,5კგ ყურძენი, შეძლებისამებრ, დააყოლეთ 1/4 ჭიქა მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი). კარგია ბალი და მისი წვენიც.

ორგანიზმიდან ტოქსინების გამოტანის შესანიშნავი უნარი აქვს ნახშირს. ნახევარი
ჭიქა გააქტიურებული ნახშირი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლს, დაუ-
მატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი, მიღებული პასტა დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე, დაიფარეთ ნაჭერი და დაიტოვეთ მთელი ღამით.

ეფექტურია აგრეთვე ნახშირის აბაზანები:

ნახევარ ჭიქა ნახშირის ფხვნილს დაამატეთ იმდენი წყალი, რომ მიიღოთ პასტა. ჩაასხით თასში და თანდათანობით დაამატეთ ცხელი წყალი, იმდენი, რომ წვივები ნახევრად დაფაროს. გააჩერეთ ფეხები აბაზანაში 30-60 წუთი.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Exit mobile version