Vau.ge

როგორ უნდა განიკურნოთ სახსრების ტკივილისგან ბროწეულის დახმარებით? ჩვენი მკითხველი გვიზიარებს რეცეპეტს!

როგორ უნდა განიკურნოთ სახსრების ტკივილისგან ბროწეულის დახმარებით? ჩვენი მკითხველი გვიზიარებს რეცეპეტს!

ქალბატონს 2-3 წელიწადი აწუხებდა სახსრები, სტკიოდა მუხლები, კოჭები, იდაყვები და წელიც კი.

"განსაკუთრებით ცუდად იყო ჩემი საქმე ამინდის ცვლილების დროს - როგორც კი სახსრები ამტკივდებოდა, ვიცოდი, რომ ამინდი უნდა გაფუჭებულიყო. მეგობრები დამცინოდნენ კიდეც, შენი სახსრების პატრონი, სინოპტიკოსად უნდა მუშაობდეო. რა არ ვსვი - დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ნიმესილი. შველით კი მშველოდა, მაგრამ კუჭი ამატკივა. ვიფიქრე, გინდ სახსრებს მოვუკლივარ, გინდ კუჭს-მეთქი, წამლების სმას თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეულის, ქერქი მომიხდა. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოჰგვრის შვებას", - წერს ქალბატონი.

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ, მდუღარე წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

სახსრების ტკივილს უხდება შვრიაც: აიღეთ 1 ჭიქა, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნახარში გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version