Vau.ge

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი? გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები

თუ ცხოვრების ჯანსაღ წესზე დაფიქრდით, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ წელიწადში 3–4–ჯერ ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდაა აუცილებელი. აირჩიეთ სასურველი რეცეპტი:

1.კოჭა
3–4 სანტიმეტრის გაფცქვნილ და დაქუცმაცებული კოჭას ფესვს ცხელი წყლის 1 ლიტრი დაასხით, აადუღეთ და საშუალო ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. მიღებული ნარევი გადაწურეთ. როცა ის გაცივდება, დაუმატეთ მას 1 მწიკვი დაფქვილი დარიჩინი და რამდენიმე ს/კ ასკილის სიროფი. მიიღეთ ამ ნარევის 100–150 მილიგრამი საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის საჭმლის მონელების სისტემის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს.

2. ჭარხლის წვენი
1 ჭარხლისგან, 2 ვაშლისგან და ნიახურის 4 ღეროსგან წვენი გააკეთეთ. მიიღეთ წვენის 1 ს/კ დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.

3. ჯანმრთელობის კოქტეილი
1 ფორთოხლისგან, 1 ლიმონისგან და 1 სტაფილოსგან წვენი გააკეთეთ, დაუმატეთ ამ კოქტეილს 100 მილიგრამი მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ეს დაღლილობისგან შესანიშნავი საშუალებაა, ის ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს.

4. კიტრი და ნიახური
დააქუცმაცეთ 1 კიტრი და ნიახურის 1 ღერო და 300 მილიგრამი წყალი დაასხით. დალიეთ დღის განმავლობაში.

5. ლიმონის წვენი და თაფლი
აურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ ლიმონის წვენი და 200 მილიგრამი თბილი წყალი. დაუმატეთ მიღებულ ნარევს 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი და 1 მწიკვი დაფქვილი კოჭა. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდისთვის და სისხლძარღვების კედლების გამაგრებისთვის.

Exit mobile version