დროა გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ქიმიკატებისგან. გთავაზობთ ეფექტურ რეცეპტებს
წლების განმავლობაში ვსწავლობდი მკურნალობის ხალხურ მეთოდებს. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. არასწორი კვების გამო და უბრალოდ ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში გროვდება რამდენიმე კილოგრამამდე მავნე ნივთიერება, ამიტომ დროდადრო რეკომენდებულია ჩავიტაროთ ორგანიზმის გასაწმენდი პროცედურები.
განწმენდა, წესისამებრ, ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:
1 ნაწლავები; ღვიძლი; თირკმელები; ორგანიზმის სითხეები.
ბუნებრივია, ყველა ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ არსებობს ორგანიზმის შინაურ პირობებში გაწმენდის რამდენიმე მეთოდიც.
გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს:
ნაწლავების გაწმენდა: 60-90 წუთის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი (უმჯობესია ზღვის მარილი, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი სუფრისაც).
თანაფარდობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალზე.
ასეთი გაწმენდა სასურველია ჩატარდეს 1-2-დღიანი შესვენებებით 3-5-ჯერ. გაიმეორეთ
კურსი წელიწადში რამდენჯერმე.
ღვიძლის გაწმენდა: დილით, უზმოზე, მიიღეთ 200-250 მლ მინერალური წყალი (უგაზო, ოთახის ტემპერატურისა). შეიძლება დაამატოთ 5გ მაგნიუმის სულფატი ან სორბიტი, რაც ხელს შეუწყობს ნაღვლის ბუშტის უფრო სწრაფ გათავისუფლებას. 15-20 წუთის შემდეგ კვლავ მიიღეთ ამავე რაოდენობის მინერალური წყალი და 2საათით დაწექით.
ბალახების კონცენტრირებული ნახარში. ღვიძლის გაწმენდამდე 3 დღით ადრე გადადით უპირატესად მცენარეულ საკვებზე, უფრო უკეთესი იქნება, თუ ვაშლის ან ჭარხლის წვენებზე გადახვალთ.
პროცედურის ჩატარების დღეს ძალიან სასარგებლოა დალიოთ თბილი, თუნდაც ცხელი სითხეები. მესამე დღეს წვენები დალიეთ მხოლოდ 19 საათამდე, საღამოს კი ჩაწექით ლოგინში, დაიდეთ სათბური ღვიძლის მიდამოში და ყოველ 15 წუთში ერთხელ მიიღეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და მაშინვე დააყოლეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
თუ კარგი ზეთი არ გაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ სორბიტი ან ინგლისური მარილი. ერთიც და მეორეც უნდა აიღოთ 1-2 სუფრის კოვზი, დაასხათ მინერალური წყალი და დალიოთ 2 ულუფად 15-20-წუთიანი ინტერვალით. სათბური მოიხსენით 2 საათის შემდეგ.
ამის შემდეგ უნდა მოხდეს წიდების გამოსროლა: პირველად — პროცედურის დაწყებიდან 4-5 საათის შემდეგ; მეორედ — 7-8 საათის შემდეგ; მესამედ — 9-10 საათის შემდეგ. მესამე დეფეკაციის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა. 12 საათის შემდეგ — ისევ ოყნა. ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა.
თირკმელების გაწმენდა:
ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზაფხულის მიწურულს. ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მენიუ მხოლოდ საზამთროსა და შავი პურისგან უნდა შედგებოდეს.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თირკმელებში გაქვთ ქვიშა ან კენჭები, ღამის 2-3 საათზე მიიღეთ თბილი აბაზანა. თუ საზამთრო არ გიყვართ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი.
ამისთვის დაგჭირდებათ 20-25 გ სოჭის ზეთი ან ნებისმიერი შარდმდენი
ბალახეული ნაკრები. ბალახები დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ.
მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიაყოლეთ თაფლი. ამ დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა. მე-7 დღიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერმიიღეთ 50–100 მლ ნაყენი 5 წვეთი სოჭის ზეთის დამატებით. თირკმელების გაწმენდის შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ: შარდში გამოვა მეწამული ფერის ზეთოვანი კოლტები სოჭის ზეთის სუნით. ეს მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.
სისხლისა და ლიმფის გაწმენდა: 2 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 900 მლ გრეიფრუტისა და 200–200 მლ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი.
დილიდანვე გახსენით 1 კოვზი ინგლისური მარილი 100 მლ თბილ გამდნარ წყალში და დალიეთ. ამის შემდეგ კარგად გათბით აბაზანაში ან აბანოში.
ყოველ 0,5 საათში, დალიეთ 100 მლ ნარევი, პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლო-
ბაში, ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნარევი თბილი წყლისა და წვენებისთვის.
სიახლძარღვების გაწმენდა:
2 სუფრის კოვზი თაფქული კატაბალახას ფესვები, 1 ჭიქა კამის და 1 ჭიქა ნატურალური თაფლის ნარევი მოათავსეთ ორლიტრიან თერმოსში, შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ 1 დღე.
ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 0,5 საათით ადრე.
სახსრებისა და ხერხემლის გაწმენდა: 5გ დაფნის ფოთოლს დაასხით 30 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით. ამის შემდეგ სითხე გაფილტრეთ და სვით მცირე ყლუპებით 12 საათის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ 3 დღე ზედიზედ.
ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ დღეებში რეკომენდებთ
დაიცვათ ვეგეტარიანული დიეტა. პირველ წელს ეს კურსი უნდა ჩატარდეს სამ თვეში
თხელ, შემდგომ — წელიწადში ერთხელ.