Vau.ge

სელის ბალზამის გამაოგნებელი სამკურნალო რეცეპტი – ამან დედა გადამირჩინა

სელის ბალზამის გამაოგნებელი სამკურნალო რეცეპტი - ამან დედა გადამირჩინა

დაავადებას ჯობს წინ აღუდგე, ვიდრე უმკურნალო. ეს სამყაროსავით ძველი ჭეშ-
მარიტებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, გვიან ვხვდებით, მაგრამ ისიც ხომ უთქვამთ, ჯობს
გვიან, ვიდრე არასდროსო.

როცა დედას  ჯანმრთელობა საკმაოდ შეერყა, მეც დავადექი ჭეშმარიტების გზას და მასზე ზრუნვა დავიწყე.

რამდენიმე წელიწადში ხალხურმა მედიცინამ ისე გამიტაცა, იმდენი სასარგებლო რამ შევიტყვე, რომ დღეს ნაცნობ-მეგობრები და ნათესავები უკვე რჩევისთვისაც კი მაკითხავენ.

უმეტესად გამაახალგაზრდავებელი და ძალ-ღონის მომგვრელი საშუალებები აინტერესებთ.

გწერთ მეტად სასარგებლო ბალზამის რეცეპტს, რომელსაც სწორედ ამგვარი ნი-
შანთვისებები ახასიათებს.

რეცეფტის შემადგენლობა და მომზადება

აიღეთ 50 გრამი სელი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. რომ გაცივდება, გადაწურეთ და კვლავ წამოადუღეთ.

ადუღდება თუ არა, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი როზმარინის ფოთოლი. დაახურეთ თავსახური და ნახევარი საათით დადგით.

შემდეგ კიდევ ერთხელ გადაწურეთ. მიიღეთ ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით.

ჯამში დღეში 1 ჭიქა უნდა გამოგივიდეთ.
1 კვირის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ, შემდეგ მიღება განაგრძეთ.

სვით ეს ბალზამი მთელი ზამთრის განმავლობაში. დაინახავთ, გაზაფხულისთვის როგორ მომჯობინდებით და მოღონიერდებით. მისი ეფექტი პირადად მეც არაერთხელ გამომიცდია.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version