Vau.ge

ვისაც ბუასილი აწუხებს, კარგად იცის ამ ტანჯვის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ უსწრაფეს მეთოდს

ვისაც ბუასილი აწუხებს, კარგად იცის ამ ტანჯვის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ უსწრაფეს მეთოდს

ვისაც ქრონიკული ჰემოროი აქვს, კარგად უწყის გამწვავების პერიოდში მასთან დაკავშირებული უხერხულობანი.

გთავაზობთ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარების საშუალებას:

2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და დაიდეთ საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე სრულ შეხორცებამდე.

სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ფარსმანდუკი და
დაასხათ სპირტი, უნდა გააჩეროთ 2 კვირა და მიიღოთ 30 წვეთი მცირე წყლით გაზავებული, დღეში 3-ჯერ. რამდენიმე დღეში ეს წვეთები სისხლდენას შეაჩერებს.

სწორი ნაწლავიდან სისხლდენისას კარგია ჭინჭარი და ძახველიც. 2 სუფრის კოვზ
ჭინჭრის მშრალ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და გააჩეროთ 1 საათი, შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ.

ბუასილს ასევე  შველის ცირცელის ნაყოფის ახალგამოწურული წვენი. დალიეთ ეს წვენი დღეში სამჯერ 2-2 სირჩის ოდენობით, ოღონდ უნდა დაამატოთ შაქარი და მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

ბუასილის დროს: ხარშეთ ჭარხალი 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ჭარხლიანი ქვაბი ცივი წყლის ჭავლის ქვეშ გააცივეთ.

უკვე მზა ჭარხალს მოაშორეთ კანი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად. ჭამეთ თითო-თითო ნაჭერი დღეში 3-ჯერ ბუასილის კვანძის სრულ გაქრობამდე.

სასურველია საკვები რაციონიდან ცხარე, მჟავე და მლაშე საკვების გამორიცხვა.

შეკრულობის დროს: 20 გ ხეჭრელის ნაყენს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ.

მკვეთრად გამოხატული შეკრულობის დროს:

დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ 5 გრამი ჭინჭრის ფხვნილი და მიაყოლეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი.

ფაღარათის დროს:

ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ან შავი ჩაი კარგად დაღეჭეთ და გადაყლაპეთ 2-3 ყლუპი წყლით. თუ ასე მოიქცევით დღეში 2-3-ჯერ, ფაღარათი აღარ შეგაწუხებთ.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version