Vau.ge

თუ ჰაიმორიტის მტანჯველი ტკივილები გაქვთ და აღარ იცით რა მოიმოქმედოთ – მაშინ ეს სტატია ზუსტად თქვენთვისაა

თუ ჰაიმორიტის მტანჯველი ტკივილები გაქვთ და აღარ იცით რა მოიმოქმედოთ - მაშინ ეს სტატია ზუსტად თქვენთვისაა

რაც თავი მახსოვს, მუდამ სურდო მაწუხებდა. გამოგიტყდებით, არც კბილები მქონდა წესრიგში.

ბავშვობაში ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, უსიამოვნებებმა მთელი სიმწვავით იჩინა თავი ოდნავი გაციება და შუბლის მიდამოში მეწყებოდა საშნელი ტკივილი, რომელსაც თან სდევდა ხან ლორწოვანი, ხან ჩირქოვანი გამონადენი მარჯვენა ნესტოდან.

ამ მხარეს ყნოსვის შეგრძნება დამეკარგა, გამუდმებით სიმძიმეს ვგრძნობდი. შუბლისა და ლოყის მიდამოში ტკივილი თანდათან აუტანელი გახდა. ზოგჯერ კბილი და საფეთქელიც მტკივდებოდა, ტემპერატურაცმიწევდა.

გადამიღეს რენტგენი და ქრონიკული ფრონტიტის დიაგნოზი დამისვეს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ როგორც კი გაციების ნიშნებს შევამჩნევ, მაშინვე ვიტარებ პროფილაქტიკურ თერაპიას და სატკივარს მანამდე ვუმკლავდები, ვიდრე ძალას მოიკრებს.

ეს რეცეპტები ჩემმა ექიმმა მასწავლა:

მოხარშეთ კარტოფილი ქერქიანად, წყალი გადაღვარეთ, სახე ქვაბთან მიიტანეთ, თა-
ვზე პირსახოცი გადაიფარეთ და ცხვირით ისუნთქეთ კარტოფილის ორთქლი.

აადუღეთ წყალი, ჩაასხით 1/2 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი, თავზე პირ-
სახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ცხვირით ისუნთქეთ.

აიღეთ მშრალი მენთოლი, გახსენით ადუღებულ წყალში, თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და ორთქლი ცხვირით ისუნთქეთ. პროცედურა მანამდე გრძელდება, ვიდრე ქვაბიდან
ორთქლი ამოდის.

მოხარშეთ ორი კვერცხი, ცხელ-ცხელი შეახვიეთ პირსახოცში, აქეთ-იქიდან მიიდეთ ცხვირზე და გაცივებამდე დაიტოვეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ღამით.

პირშუშხას ფესვი კარგად გარეცხეთ, მოაცალეთ ზედა შრე და გახეხეთ. აიღეთ 1/3 ჭიქა და შეურიეთ 2-3 ლიმონის წვენი. მიიღებთ საკმაოდ სქელ, არაჟნისმაგვარი კონსისტენციის ნარევს, მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ყოველ დილით, ჭამიდან 20-25 წუთის შემდეგ.

მკურნალობის კურსია 3 თვე. ორკვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ კურსი. კურსი ჩაიტარეთ წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

დაავადების გამწვავებას არ დაელოდოთ. ორი წლის შემდეგ შეტევები შეწყდება.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version