Site icon Vau.ge

მოცხარისა და ნიორის სასწაულმოქმედი კომბინაცია – ნამდვილი აღმოჩენა

მოცხარისა და ნიორის სასწაულმოქმედი კომბინაცია - ნამდვილი აღმოჩენა

ზამთარი ჯერ არც კი დაწყებულა, რომ ათობით, ასობით ადამიანს გრიპი და გაციება აწამებს.

მინდა ყველას ვურჩიო ერთი მარტივი ხალხური წამალი, რომელიც იმუნურ სის–
ტემას მოგიძლიერებთ, ხშირი გაციებისგანაც დაგიცავთ და ენერგიით აგავსებთ.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 კგ წითელი მოცხარი, 300 გრამი ნიორი და 2 ლიმონი ქერქიანად. ეს ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ 400 გრამი თაფლი, კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში. რამდენიმე საათი აცადეთ და მზად არის. მიიღეთ 2-2 ჩაის კოვზი ყოველ დილით, უზმოზე, და საღამოს, ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.

ნარევი ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური მჟავატუტოვანი ბალანსის აღდგენას.

ნიორი, როგორც ცნობილია, ორგანიზმს ქოლესტერინისა და სხვა სახის ნალექისგან
წმენდს.

მოცხარი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებსაც, სხვა
ხილისა და კენკრისგან განსხვავებით, დამუშავების შემდეგაც საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს.

თაფლის შესახებ, ვფიქრობ, ლაპარაკიც ზედმეტია — ბავშვმაც კი იცის, რა სასარგე-
ბლო პროდუქტია და როგორ აძლიერებს იმუნურ სისტემას, როგორ უადვილებს ინფექციებთან გამკლავებას.

ნარევი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ოღონდ მათ დღეში 1 ჩაის კოვზიც ეყოფათ, შუადღისას, სადილის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version