Vau.ge

წითელი მოცვის წყალობით დავამარცხეთ ართრიტით გამოწვეული ტკივილები

წითელი მოცვის წყალობით დავამარცხეთ ართრიტით გამოწვეული ტკივილები

რა არის ართრიტი?

ართრიტი ეს არ არის ცალკეული დაავადება.

ეს ტერმინი  აერთიანებს, იმ დაავადებებს რომლებიც აზიანებენ სახსრებს. არსებობს 100 – ზე მეტი სხვადახვა ტიპის ართრიტი.

ართრიტის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ამის  მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ართრიტის განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

ართრიტის ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა, შებოჭილობა, რომელიც შეიძლება იყოს მეტად გამოხატული დილით ან დატვირთვის შემდეგ, სიწითლე, შეშუპება.

ბავშვობიდან მაქვს რევმატოიდული ართრიტი. ახალგაზრდობაში ყოველგვარ წამალს დაუფიქრებლად ვსვამდი, მაგრამ ხანში რომ შევედი, ვიგრძენი, წამლების დაუდევარ სმას ჩემი კუჭ-ნაწლავისთვის დაღი დაესვა.

ახლა საკმარისია, ერთი აბი მივიღო, რომ მუხლზე მეტად კუჭი მტკივდება, ამიტომ იძულებული ვარ, ჩემს სნეულებას მცენარეული საშუალებებით ვუწამლო.

ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა იცოდნენ, ფიტოსაშუალებებს რომ ვეძებდი და ერთ დღეს თანამშრომელმა ეს რეცეპტი ჩამაწერინა.

ჯერ ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი ისევ
ამტკივდა, ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ვსინჯე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თქვენც მას გთავაზობთ:

აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი წითელი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს დახურული, მომინანქრებულ ჭურჭლით წყლის ორთქლზე.

შემდეგ 45 წუთით დადგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, ბოლოს 4-კეც დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

ნაყენი სასარგებლოა გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ფაღარათისა და ცისტიტის
დროსაც.

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Facebook კომენტარები
Exit mobile version