Vau.ge

რა დიეტა უნდა დავიცვათ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს? საჭირო ინფორმაციაა

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები თანამედროვე სამყაროში ძალიან გავრცელებულია. ამაზე ჩვენი ცხოვრების წესის ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ორგანიზმის იოდით მომარაგებაზე, ხოლო მისი ფუნქციის მოშლა ძირითადად ორი მიმართულებით: გამომუშავებული ჰორმონების სიჭარბით ან, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. დაავადებების სიმპტომები ამის შესაბამისად იჩენს თავს. წარმოქმნილი ჰორმონების 90 % Т4–ის არააქტიური ფორმაა. შემდეგ კი, ჩვენი ღვიძლი მას Т3–ის აქტიურ ფორმად, ფერმენტის დახმარებით აქცევს. ასე, ჰიპოთირეოზი საკმაოდ ბევრს აწუხებს.

ბევრი ამბობს, რომ ისეთი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კომბოსტო, ბრუსელის კომბოსტო და ბოლოკი ფარისებრ ჯირკვლის მდგომარეობაზე, ჰიპოთირეოზის დროს ცუდად მოქმედებს, ე.წ. “ზობოგენური ნივთიერებების– გოიტროგენების” შემცველობის გამო. ეს ნივთიერება იოდს „ბლოკავს“ და შედეგად გასიებულ ჯირკვალს ვიღებთ. იოდი კი, როგორც ვიცით ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, როდესაც ბევრ ასეთ ნივთიერებას მოიხმართ, ეს ორგანო სათანადოდ ვერ მუშაობს– ეს კი, ჰიპოთირეოზს( მდგომარეობა, როდესაც ამ ორგანოს ფუნქცია დაქვეითებულია და ის ჰორმონების არასაკმარის რაოდენობას გამოჰყოფს), იწვევს. მაგრამ იმისთვის, რომ ამ ბოსტნეულმა თქვენს ფარისებრ ჯირკვალზე ზეგავლენა მოახდინოს ის ძალიან დიდი რაოდენობით და უმ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ, ასე კი, არავინ იქცევა. ასე რომ ნუ ნერვიულობთ, თუ ამ ბოსტნეულს ზომიერი პორციებით მიირთმევთ. ფარისებრი ჯირკვალზე ნეგატიურად მოქმედებს შაქარი, გლუტენი, რძიანი პროდუქტები და დამუშავებული სოიო.

რაციონში ჩართეთ:
ვიტამინი A– ნარინჯისფერი და ყვითელი ბოსტნეული
ვიტამინი D: D3
ომეგა 3 ცხიმები– ცხიმიანი თევზი, კაკალი, სელი
B ვიტამინები– ხორცი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები
სელენი– ზღვის პროდუქტები, კვერცხი
თიროზინი– ფრინველის ხორცი, ავოკადო
იოდი- ზღვის პროდუქტები

ბოსტნეული ორთქლზე მოამზადეთ, ან მოთუშეთ. მთავარია ის დიდი ხნის განმავლობაში არ მოამზადოთ. ბოსტნეული ნახევრად უმი უნდა იყოს.

Exit mobile version