Vau.ge

თუ არ იცით როგორ უმკურნალოთ სურდოს, გასწავლით ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს

თუ არ იცით როგორ უმკურნალოთ სურდოს, გასწავლით ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდებს

დიდი ხანია მესმის, რომ სურდო წელიწადში 2-3-ჯერ ნორმალური და სასარგებლოც კია. ეს იმიტომ, რომ მსუბუქ ვირუსულ ინფექციას ჩვენი ორგანიზმი სამედიცინო დახმარების გარეშეც უმკლავდება, ამ დროს კი ძლიერდება იმუნიტეტი, იზრდება ორგანიზმის
თავდაცვითი ძალები.

ხატოვნად რომ ვთქვათ, სურდო ორგანიზმისთვის ერთგვარი იმუნური ვარჯიშია, ამიტომ ის მადლიერების გრძნობით უნდა მივიღოთ.

მაგრამ რომელ მადლიერებას უნდა განიცდიდეს ის, ვისაც ცხვირიდან განუწყვეტლივ ჩამოსდის?

ბევრი სურდოს დაწყებისთანავე იმარაგებს წვეთებს და უკონტროლოდ იწვეთებს ცხ-
ვირში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუდევრობაა. ცხვირის ლორწოვანი გარსი ასეთ ბარბაროსულ დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

იქნებ შედარებით რბილი და ბუნებრივი საშუალებები გვესინჯა?

მაგალითად, აფთიაქში იყიდება ბალახი — ეფედრა. თუ მისგან ნახარშს კოლოფზე მითითებული რეცეპტით მოამზადებთ და მითითებული წესითვე მიიღებთ, სურდო გაივლის ან შემსუბუქდება.

გარდა ამისა, გირჩევთ, მოიკრიბოთ გამბედაობა და ყოველდღიურად (თუ შეძლებთ, დღეში რამდენჯერმეც კი) გამოირეცხოთ ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით:

ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ეს ხსნარი მორიგეობით შეისრუტეთ ორივე ნესტოთი, მერე კი პირიდან გადმოღვარეთ. ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია.

მართალია, პროცედურა საკმაოდ უსიამოვნოა, მაგრამ, ჩემი აზრით, სჯობს, მცირედი დისკომფორტი მოითმინოთ, ვიდრე უკონტროლოდ გამოიყენოთ ქიმიური ნაერთები.

1 სუფრის კოვზ ვალერიანის ფესვს დაასხით 100 გ მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა) და 10 დღე სიბნელეში გააჩერეთ.

ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 1-2-ჯერ. სურდო მალე გაგივლით, მაგრამ მკურნალობა კიდევ კარგა ხანს განაგრძეთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version