Vau.ge

საუკეთესო შარდმდენი საშუალებები, რომლებსაც ხალხური მედიცინა გვასწავლის

საუკეთესო შარდმდენი საშუალებები, რომლებსაც ხალხური მედიცინა გვასწავლის

რამდენიმე ხნის წინ ავად გავხდი. ერთ ავადმყოფობას მეორე მოჰყვა, მეორეს — მესამე. მოკლედ, თუკი რამ ფარული სნეულება მჭირდა, ყველაფერმა ერთად წამოყო თავი.

ექიმებმა იმდენი წამალი გამომიწერეს, 2 თაბახი არ ეყო. მათ შორის იყო შარდმდენი
საშუალებებიც. მეგობარმა მირჩია, მცენარეული შარდმდენი მიმეღო.

დავუჯერე და არც მინანია. მინდა, თქვენც გასწავლოთ მისი მომზადება:

აიღეთ 2 სუფრის კოვზი გრძელწვერა ღვიის ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი ცერეცოს თეს-
ლი და 1 სუფრის კოვზი ძირტკბილა.

დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 5 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ.

გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულობის, თირკმლებისა და
საშარდე გზების მწვავე ანთებითი პროცესის დროს.

ვიღებთ 2 სუფრის კოვზ კამის თესლს და 1 კონა კამას, ვჭრით,ვყრით მომინანქრებულ
ქვაბში, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთით ვდგამთ წყლის აბაზანაზე. ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ 1/3 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ
ცეცხლზე და ნახევარი საათის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

აიღეთ თითო სუფრის კოვზი ფშნისეკალის ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ძირტკბილას
ფესვი და გრძელწიწვა ღვიის ნაყოფი. ეს ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 6 საათს, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით, 15 წუთს ხარშეთ და გააცივეთ.

მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა რამდენიმე ულუფად. აკრძალულია ორსულობის, ასევე  თირკმლისა და შარდსადინარი გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version