Vau.ge

ბიჭმა მხედველობის 75% აი, ამ სათამაშოს გამო დაკარგა. მშობლებო, ყურადღებით იყავით

ლაზერი სათამაშო არ არის და ეს ყველა მშობელმა უნდა დაიმახსოვროს. Australian Broadcasting Corporation–ზე დაყრდნობით, ტასმანიელმა მოზარდმა ლაზერით თამაშის დროს მხედველობის 75% დაკარგა. საქმე იმაშია, რომ თამაშის დროს, ის თვალში ლაზერულ სანიშნს ინათებდა

ბავშვი ექიმთან, ბენ არმიტაჯთან მიიყვანეს. მან ABC–ის მოუყვა, რომ 14 წლის მოზარდი მასთან კონსულტაციაზე პარასკევს მოვიდა. ბავშვმა ბადურას დამწვრობა მიიღო. მართალია მან ტკივილი არ იგრძნო, მაგრამ მხედველობა მომენტალურად დაუზიანდა. არმიტაჯის თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ მოზარდის მხედველობა სათვალის დახმარებით არ გაუმჯობესდება. “წარმოიდგინეთ, რომ ძველი ფოტოაპარატის ფირი დააზიანეთ, ხარისხიან ფოტოებს ვეღარ მიიღებთ.”–ამბობს ექიმი.

Exit mobile version