Vau.ge

როგორ ავიცილოთ თავიდან მტკივნეული მენსტრუაცია ხალხური მეთოდებით?! 

როგორ ავიცილოთ თავიდან მტკივნეული მენსტრუაცია ხალხური მეთოდებით?! 

ეს პრობლემა ჩემს ქალიშვილს აწუხებდა. ზოგი რას ეუბნებოდა, ზოგი — რას. ზოგი
ამშვიდებდა, გათხოვდები და გაგივლისო.

მოკლედ, ამ გათხოვების მოლოდინში თვეში ერთხელ ჩემი გოგონა სამი დღის განმავლობაში შინიდანაც კი ვერ გადიოდა, ამიტომ მისი გეგმები მთლიანად მისი კრიტიკული დღეების გრაფიკზე იყო დამოკიდებული.

შეწუხდა ბავშვი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მეზობლად საკმაოდ ცნობილი ექიმი გადმოვიდა, რომელმაც ბალახეული პრეპარტების გამოყენება მირჩია. მივდიე მის რჩევას და დავისვენეთ.

მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ:

120 გ მარწყვაბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე. გამოწურული ბალახის თბილი კომპრესი კი შეგიძლიათ მუცელზე დაიდოთ.

2 სუფრის კოვზ თავშავას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით.
მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

1 სუფრის კოვზ მინდვრის შვიტას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ძლიერი
ტკივილის დროს, თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.

3-5 სუფრის კოვზ მამულას ქერქს დაასხით 10 ჭიქა მდუღარე წყალი. მიიღეთ ნახევარი
ჭიქა დღეში 2-ჯერ.

4 ჩაის კოვზ ძახველის ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი და 30 წუთი ადუღეთ. გაწურეთ
და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version