Vau.ge

ათეროსკლეროზის მკურნალობა სახლის პირობებში სწრაფი და ეფექტური რეცეპტებით

ათეროსკლეროზის მკურნალობა სახლის პირობებში სწრაფი და ეფექტური რეცეპტებით

ათეროსკლეროზი იმ დაავადებათაგანია, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია, თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი ამ საშინელი დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. მეც მაქვს ჩემი საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გავუმხელ თქვენს მკითხველს.

ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. ის უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, სასურველია, ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ერთი შეხედვით, მკურნალობა ძალიან დამღლელია, რადგან ყველაფერი უნდა მოამზადოთ უშუალოდ მიღების წინ:

ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, წვენი გამოწუროთ, მოხარშოთ ბრინჯი და ასე დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს. ასეთი მკურნალობის წყალობით დაიბრუნებთ ნათელ გონებას და არაჩვეულებრივ მეხსიერებას, განურჩევლად თქვენი ასაკისა.

პირადად მე პროფილაქტიკის ეს მეთოდი პირველად ხუთი წლის წინ მოვსინჯე და შედეგით განცვიფრებული დავრჩი.

შეგიძლიათ,ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვებისგან მოხარშოთ მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ან გაახმოთ და ისე შეინახოთ — ისინი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს, მაგრამ სისხლძარღვებზე ახალგამოწურულივით არ მოქმედებს.

ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო წამლისათვის საჭიროა 1 ჩაის ჭიქა ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი. აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კიდევ 2 თვის განმავლობაში მიიღოთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version