Vau.ge

დღეს გასწავლით რა უნდა  გააკეთოთ კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის

დღეს გასწავლით რა უნდა  გააკეთოთ კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი სამკურნალო საშუალება
ვიცი და მათი უმეტესობა საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი.

მინდა, შემოგთავაზოთ საშუალება, რომელიც კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კბილებსა და ღრძილებს მოვლა სჭირდება.

თუ მათ წესისამებრ მოვუვლით, შესაძლოა ხანდაზმულ ასაკშიც კი საკუთარი კბილებით ვიამაყოთ. მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველ დილა-საღამოს ვიხეხავთ კბილებს (საგულდაგულოდ);

პერიოდულად (კვირაში ერთხელ) დილაობით ზეთს ვიგუბებ ხოლმე პირში რამდენიმე წუთით; გარდა ამისა, კიდევ ორ საშუალებას ვხმარობ:

- ვურევ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზ კოთხუჯის ნაყენს და 1 ჩაის კოვზ პროპოლისის ნაყენს (აფთიაქში იყიდება). ვიგუბებ პირში და დიდხანს ვიჩერებ.

შეგიძლიათ, დახაროთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა უკეთ გამოირეცხოთ ღრძილები ყოველი მხრიდან.

-ბამბაზე ვყრიგაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით ვიწმენდ კბილებს. შეგიძლიათ,
საჩვენებელი თითი დაისველოთ, მარილში ჩაყოთ და ღრძილები დაიზილოთ.

პარალელურად კბილებიც გაიწმინდეთ.
ორივე საშუალება ძალიან ეფექტურია, მაგრამ უნდა გამოიყენოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ. შეგიძლიათ, მონაცვლეობითაც ჩაიტაროთ — ხან ერთი პროცედურა, ხან მეორე.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version