Vau.ge

ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს

ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს

მოგეხსენებათ, შემოდგომა და ზამთარი ვირუსული ინფექციების პერიოდია. როგორც კი აცივდებოდა, ჩემს მეუღლეს მაშინვე ვირუსული ინფექცია ხვდებოდა. ზოგჯერ ბავშვებიც მხარს აუბამდნენ ხოლმე.

აფთიაქში წამლების ყიდვას ვერ ავუდიოდი. მაგრამ მათ ხველასა და სურდოს ვერ ვშველოდი. ჩაცხრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავიდან იწყებოდა. თან მედიკამენტებიც ისეთი ძვირია. ჩვენს ოჯახს ამდენის თავი ნამდვილად არ აქვს.

ბოლოს და ბოლოს მივმართე ჩემს მეზობლად მცხოვრებ ექიმს, რომელიც, გარდა წამლებისა, ხალხური საშუალებებითაც არაჩვეულებრივად მკურნალობს თავის პაციენტებს. მან ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და ბევრი ხალხური რეცეპტი მასწავლა.

მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

- სურდოს დროს: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, გააზავეთ იმავე ოდენო-
ბის ადუღებული წყლით და დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში.

ხველის დროს ძალიან კარგია ასეთი სასმელი: მოხარშეთ ნახევარ ლიტრ რძეში
საშუალო ზომის ხახვი და დაამატეთ ერთი კოვზი თაფლი. ეს ნარევი მიიღეთ ღამით,
ძილის წინ. ძალიან გემრიელია, ხახვის სუნი საერთოდ არ აქვს და ბავშვებიც
ლიან ადვილად სვამენ. ამის შემდეგ მშრალი ხველა ძალიან რბილდება და სწრაფად გაივლის.

გაჭედილი ცხვირის გასაწმენდად მიმართეთ ასეთ მეთოდს:

გაჭედილი ცხვირის გასაწმენდად მიმართეთ ასეთ მეთოდს: მდუღარე წყალში დანის წვერით ჩააგდეთ ვიეტნამური ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“, თავი ჭურჭელზე დახარეთ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ჭიქიდან ამომავალი ორთქლით.

რამდენიმე წუთის შემდეგ სურდო გაივლის, თითქოს არც კი ყოფილაო, თუმცა შემდეგ შეიძლება ცხვირით სუნთქვა გაგიჭირდეთ. ეს მეთოდი ძლიერმოქმედია, ამიტომ მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება.

ხანგრძლივი ხველის დროს ვიკეთებ მდოგვის „ნამცხვარს“: რამდენიმე ფენა გაზეთზე ვაფენ მდოგვის საფენებს, ოდნავ ვასველებ, ზემოდან ვაფარებ რამდენიმე ფენა გაზეთს, ამ „ნამცხვარზე“ ზურგით ვწვები და ვიძინებ.

ღამით მდოგვის საფენები გამოყოფს მუდმივ, მაგრამ სუსტ სითბოს, რომელიც ათბობს ბრონქებს, მაგრამ არ წვავს კანს. თუ ღამით წიწკნამ გაგაღვიძათ, საფენი მოიცილეთ. პროცედურა არ გაიმეოროთ მეორე დღეს.  უმჯობესია რამდენიმე დღე შეისვენოთ. 1-2 პროცედურა საკმარისია, რომ უკეთესობა იგრძნოთ.

აიღეთ 0,5 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლიტრი წყალი და მასში გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი.

ამის შემდეგ ეს ორი ნაზავი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. მიღებული ნარევით დაიზილეთ ზურგი
და გულმკერდი.

ამ მიქსტურის დალევაც შეიძლება: წლამდე ასაკის ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 1 წვეთი,
გაზავებული 1 სუფრის კოვზი წყლით; ერთი წლიდან კი ერთ ჭიქა წყალში იმდენი წვეთი ჩააწვეთეთ, რამდენი წლისაც არის ბავშვი; მოზრდილებისთვის 1 ჩაის კოვზი მიქსტურა 1 ჭიქა წყალში გააზავეთ.

გრიპის დროს 1 სუფრის კოვზ ჟოლოს წვრილად დაჭრილ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა
ადუღებული წყალი და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ 1,5 საათით დააყენეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი თანაბარი ოდენობით, შეურიეთ
იმავე ოდენობის თაფლს და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

მაღალი სიცხის დროს კარგია ვაშლის კომპრესი: ვაშლი გახეხეთ წვრილად, თხლად წაუსვით ორფა დოლბანდს და შუბლზე დაიდეთ.

ცოტამ თუ იცის, რომ სპირტი არაჩვეულებრივი სიცხის დამწევი საშუალებაა. ავადმყოფს ზურგი და გულმკერდი სპირტით გაუწმინდეთ, მაგრამ საბანი არ დააფაროთ; ეთანოლი
სწრაფად აორთქლდება და სხეულის ტემპერატურა დაიწევს.

აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ნარევი დღეში რამდენიმეჯერ.

აიღეთ ნახევარი კილო ხახვი, წვრილად დაჭერით ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 50 გ თაფლი, 100 გ შაქარი და 1 ლ წყალი.

ეს ყველაფერი ჩაუშვით მომინანქრებულ ქვაბში, შედგით ნელ ცეცხლზე და 3 საათის განმავლობაში ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-6-ჯერ, გამოჯანმრთელებამდე.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობი

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Exit mobile version