Vau.ge

რომელი ღვინოა ყველაზე სასარგებლო ქალური ჯანმრთელობისთის?

რომელი ღვინოა ყველაზე სასარგებლო ქალური ჯანმრთელობისთის?

Ღვინო უძველესი სასმელია. მისი მომზადების საიდუმლო პირველყოფილმა ადამიანებმა იცოდნენ. სვამდნენ გასახალისებლად, საკვების დეზინფექციისთვის.

ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის წვენის დუღილით. შაქრის ოდენობის, ყურძნის ჯიშის, დაძველების დროიდან გამომდინარე, მიიღება უნიკალური არომატისა და გემოს მქონე სასმელი.

ის შეიცავს:

წყალი; შაქარი; ეთანოლი; ტანინები; ღვინის, ძმარმჟავას და ვაშლის მჟავები; ვიტამინები; ანთოციანინები;

სხვადასხვა საკვები ნივთიერებები.

მათ შორის: B, C ჯგუფის ვიტამინები; გლუკოზა და ფრუქტოზა, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, ფტორი, ნატრიუმი, კალციუმი, თუთია, ფოსფორი, ფლავონოიდები.

საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება. სწორედ აქ აღმოაჩინეს ამ სასმელის უძველესი ნიმუშები, რომლებიც 8 ათას წელზე მეტია ცნობილია.

ყურძნის სასმელში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.

ღვინო ეხმარება:

სტრესის მოხსნას და დასვენებაში  მძიმე სამუშაო დღის შემდეგ; დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებაში; ებრძვის უძილობას; ლიმფური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება; აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი; ხელს უწყობს იმუნური სისტემის გააქტიურებას; თავისუფალი რადიკალების განეიტრალება;

არის პროფილაქტიკური საშუალება ალერგიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე კიბოს გაჩენის წინააღმდეგ.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდა ასაკიდან სიბერემდე ღვინის ზომიერი მოხმარება ნორმაა - საფრანგეთში, საქართველოში, პორტუგალიაში - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის და II ტიპის დიაბეტის პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად.

მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიციდული და ანტიალერგიული მოქმედება.

აქედან გამომდინარე, ღვინო, თუ ზომიერად გამოვიყენებთ, სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის.

საგანგებოდ გამოვყოფდი ყურძნის ღვინის თვისებას - გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

დადგენილია, რომ კუჭში მოხვედრილი სისხლის თეთრი სხეულები ღვინის თანაარსებობის შემთხვევაში ტოქსიკურ (ვირუსულ) ბარიერს უფრო იოლად ლახავენ.

თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ ასევე ღვინის ბაქტერიოლოგიურ და ანტივირუსულ მოქმედებას A ჰეპატიტისა და გრიპის ხუთი ცნობილი ვირუსის მიმართ. წითელი ღვინო მარგებელია ანგინის, ხოლო მშრალი შამპანური - რევმატიზმის დროს.

ეს დასკვნა ფრანგ მედიკოსებს ეკუთვნით. გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ იმავე ოდენობის (1:1) წითელ ღვინოს დავუმატებთ. წითელი ღვინის შემადგენლობაში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს.

Ქალებსა და მამაკაცებზე ღვინო მოქმედებს როგორც აფროდიზიაკი. ის ასევე ხდის სისხლძარღვებს ელასტიურს, რაც ხელს უწყობს სისხლის უკეთეს მიმოქცევას და გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიის პრევენციას.

განსაკუთრებით რეკომენდებულია მენოპაუზის პერიოდში ქალებისთვის ღვინის დასაშვები დოზების მიღება დღის განმავლობაში.   ამის წყალობით ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან დაცვა შეუძლია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტებისა და ალკოჰოლური სასმელების ერთდროულად მიღება დაუშვებელია.

კოსმეტოლოგები ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად და ქალის სილამაზის შესანარჩუნებლად ღვინის გამოყენებას გვირჩევენ.

ამ სასმელის ზომიერი დოზა ასევე ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნაოჭების გაჩენის თავიდან აცილებას და კანის ელასტიურობის შენარჩუნებას.

თუმცა, ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქალებს, რომლებსაც ლიქიორის და თეთრი ღვინის დალევა ურჩევნიათ, პირიქით, უფრო მეტად აქვთ კანის პრობლემები.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Exit mobile version