Vau.ge

შეუკავებელი სლოკინის შეჩერება მარტივად

შეუკავებელი სლოკინის შეჩერება მარტივად

სლოკინი - ეს არის უნებლიე ძლიერი მოკლე შესუნთქვა დახურული სახმო ნაპრალის დროს, გამოწვეული დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარის) კრუნჩხვითი შეკუმშვით.

სლოკინი უმეტესად ფიზიოლოგიურია, ანუ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიას.

სლოკინის მიზეზებია: 

რა იწვევს სლოკინს გასაგებია, მაგრამ რა არის სლოკინის მიზანი. რატომ ასლოკინებს ადამიანი ამაზე ზუსტი პასუხი მეცნიერებს არ აქვთ.

არსებობს  თეორია

სლოკინი წარმოადგენს ევოლუციურ ნარჩენს, რომელიც ჯერ კიდევ ამფიბიების დროინდელია და ამფიბიებს ის ეხმარებოდა სუნთქვაში.

რაც შეეხება უფრო თანამედროვე თეორიას, სლოკინი  წარმოადგენს   კუჭიდან ჰაერის გამოდევნის საშუალებას, ამიტომ გვხვდება ის უფრო ხშირად ახალშობილებში.

თუმცა  ეს მოსაზრება ვერ ხსნის იმას, რატომ ატარებენ მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფები  დროის  2,5 % ს სლოკინში.

ჩემი მეგობარი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, მხოლოდ ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა ახლობლებს.

მინდა, შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე რჩევა, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:

დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი — ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.

-2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.

-ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესა-
მედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ.

შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირეცხეთ.
მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.

აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Exit mobile version