ლიმონის ზეთს შეუძლია, რომ საზიანო მოკროორგანიზმები გაანადგუროს და გაცივების დროს როდესაც თავის ტკივილის და სურდოს დროს ეფექტურად დაგეხმაროთ.
რეცეპტის ინგრედიენტები:
5 წვეთი ლიმონის ზეთი;
წყალი;
1 ს/კ ზღვის მარილი.
მომზადების წესი:
აადუღეთ 7,5 მლ. წყალი და იმ დონემდე გააგრილეთ, რომ ინჰალაცია ჩაიტაროთ (ძალიან ცხელმა შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს). წყალს დაუმატეთ 5 წვეთი ლიმონის ზეთი და 1 ს/კ ზღვის მარილი. თავზე გადაიფარეთ პირსახოცი და ორთქლთან ახლოს ღრმად ისუნთქეთ. ასე დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში გაჩერდით.
გაითვალისწინეთ: ინჰალაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში თბილი ოთახიდან არ გახვიდეთ სიცივეში, რადგან სითბოდან სიცივეში მალევე გადასვლამ შესაძლო სურდოზე ბევრად სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.