Vau.ge

თალგამით ორგანიზმის გაწმენდა ყველამ უნდა სცადოს

თალგამით ორგანიზმის გაწმენდა ყველამ უნდა სცადოს

დღეს მსურს მოგითხროთ შავი თალგამის შესახებ, რომელიც დაუმსახურებლად მიივიწყეს.

არადა, სწორედ  ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტიანი გამწმენდი საშუალება. იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს დაგროვილი წიდის ორგანიზმიდან გამოყოფას.

წვენის  მომზადებამდე თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი კანი გააცალოთ, ოღონდ კი არ გაფცქვნათ, არამედ ახალი კარტოფილივით უნდა გაფხიკოთ.

თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ, თალგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გაწუროთ.  მაცივარში უნდა შეინახოთ.  მიღების წესი ასეთია: უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი  დღეში სამჯერ, ნებისმიერ დროს. თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ.

აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის წვენიც 2-3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამიდან დაახლოებით
600-700 გრამ წვენს მიიღებთ.

გამონაწურ თალგამს ნუ გადაყრით — დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაასხით მცენარეული ზეთი, დააჭერით ხახვი და მიირთვით. ეს სალათი წვენის ეფექტს აძლიერებს.  ორგანიზმის გაწმენდას უფრო მეტად უწყობს ხელს.

მკურნალობის შედეგი პირველივე კურსის შემდეგ ხდება თვალსაჩინო: საჭმლის მონელების პროცესი საგრძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო ქრონიკული დაავადებები მიიძინებს. 1 კურსის შემდეგ აუცილებელია, 3-4 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version