Vau.ge

ამ საიდუმლოს ქალებს გაგიმხელთ – დიდგულა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

ამ საიდუმლოს ქალებს გაგიმხელთ - დიდგულა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

დიდგულა დიდი ხანია ჩემი მარჯვენა ხელია — ის მარტო კი არ კურნავს დაავადებებს, არამედ მათ პროფილაქტიკასაც ეწევა. ამ მცენარეზე თითქმის ყველაფერი ვიცი.

წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ სამკურნალოდ.

მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით.
მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები.

მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ.

ნაყენს ასე ვამზადებ:

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს,
თავზე ვახურავ და ვტოვებ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში ვაგრილებ, ბოლოს ვფილტრავ.

ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც.

ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები — სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც.

ქალებს გაგიმხელთ კიდევ ერთ საიდუმლოს:

თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ
გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version