Vau.ge

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა სახლის პირობებში? 

როგორ ვმართოთ ბრონქული ასთმა სახლის პირობებში? 

რა არის ბრონქული ასთმა?

ბრონქული ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მსტვინავი სუნთქვის, სულხუთვის, გულმკერდის შებოჭილობისა და ხველის მორეციდივე ეპიზოდებით.

სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ღამით და/ან ადრე დილით. ასთმის გამოვლინება დაკავშირებულია ბრონქებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვასთან.

რა იწვევს  ბრონქულ  ასთმას?
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ასთმის განვითარებასა და გამწვავებაზე, იყოფა ორ ძირითად ჯგუფად გენეტიკური და გარემო ფაქტორები.

გენეტიკური ფაქტორები

გენეტიკური წინასწარგანწყობა ალერგიული დაავადებებისადმი,

ალერგიული დაავადება უშუალოდ პაციენტთან (ალერგიული დერმატიტი, რინიტი),

სიმსუქნე,

სქესი (მამრობითი სქესი ბავშვობის ასაკში ასთმის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს).

გარემო ფაქტორები

ალერგენები (მტვრის ტკიპა, ბეწვიანი ცხოველები, ტარაკანის ალერგენი, სოკოები, საფუარა, ობის სოკო, მცენარის მტვერი, კვებითი ალერგენები - რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, თხილეული -  არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში, სოია, ხორბალი, ბოსტნეული: ისპანახი, პამიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვ., ხილი: კენკროვანები: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვ.),

ვირუსული ინფექცია,

ჰაერის დაბინძურება,

თამბაქოს (პასიური და აქტიური) მოხმარება,

კვების ხასიათი (ძუძუთი კვება იცავს ასთმის განვითარებისაგან,  კვებითი ალერგია ასთმის გამწვავებას ძირითადად ადრეულ ასაკში უწყობს ხელს).

მედიკამენტები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები - ასპირინი, იბუპროფენი - იწვევს ასთმის გამწვავებას),

ემოციური სტრესი,

ფიზიკური დატვირთვა.

საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები: პარფიუმერია, საღებავები, სარეცხის საშუალებები და სხავა.

როგორ ვლინდება ბრონქული ასთმა?

ასთმისთვის დამახასიათებელი ნიშნებია - პერიოდულად სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის გახშირება. მძიმე შეტევის დროს ვლინდება კანის ლურჯი შეფერილობა, სუნთქვის გაძნელება - ქოშინი.

ბრონქული ასთმა ჩვენი ოჯახური დაავადებაა. დიდი ხანია გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ისეთ გარემოში გვიტევდა, სადაც ნესტია და ტენიანობა მაღალია. არავინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ვირისტერფას საოცარი თვისებების შესახებ რომ არ შემეტყო. მისი ფოთლებისგან დამზადებულმა წამალმა მთელი ოჯახი ამოგვასუნთქა.

მინდა, ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ.
აიღეთ ვირისტერფას 40 ფოთოლი, ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში (სასურველია, ჭაჭისა იყოს)
და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ.

ამგვარად დამუშავებული ფოთლები, სანამ არ გათავდება, ყოველ საღამოს დააკარით
ბავშვს გულმკერდზე. ერთი კურსის ჩათავების შემდეგ მკურნალობა ასეთი სქემით გააგრძელეთ: ვირისტერფას 40 ფოთოლი ისევ ჩაყარეთ 0,5 ლ არაყში და ისევ ერთი დღე-ღამე გააჩერეთ.

პირველ საღამოს ბავშვს გულმკერდზე დააკარით ერთი ფოთოლი, მეორე საღამოსაც ერთი ფოთოლი, ოღონდ არა გულმკერდზე, არამედ ზურგზე — ბეჭებს შორის, მესამე დღეს — ერთი ფოთოლი ისევ გულმკერდზე, მეოთხე დღეს — ისევ ზურგზე და ასე გააგრძელეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოგელევათ. ეს რეცეპტი ასთმით დაავადებული პატარებისთვისაა.

რაც შეეხება ასთმით დაავადებულ მოზრდილებს, მათთვის გთავაზობთ ასეთ ნაყენს:

აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დიდხანს ადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი უნდა მიიღოთ ყოველდღე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Exit mobile version