Vau.ge

ნივრის ლიქიორი – სასწაულმოქმედი საშუალება

ნივრის ლიქიორი - სასწაულმოქმედი საშუალება

ნიორი არაჩვეულებრივი კვების პროდუქტია. ის აღძრავს მადას, საჭმლის მომნელებელ ორგანოებში აძლიერებს ფერმენტების გამოყოფას, ხელს უწყობს საკვების გადამუშავებასა და შეწოვას, გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდური მოქმედება, ამიტომ ნიორი მადეზინფიცირებელი თვისებითაც ხასიათდება.

მას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივრის სარგებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შეუფასებელია.

გარდა ამისა, ნიორი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც წნევის დაქვეითებას უწყობს ხელს. თავისი თვისებების გამო ნიორი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ის აუმჯობესებს გულის მუშაობას, ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, აშორებს ზედმეტ ცხიმებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეს სამკურნალო საშაულება მსუბუქად ასუფთავებს მთელ ორგანიზმს მავნე შლაკებისაგან.

გამჭვირვალე ბოთლში მოათავსეთ ოთხად გაჭრილი 12 კბილი ნიორი, დაასხით სამი
ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, დაახურეთ ხუფი და დადგით მზიან ადგილას 2 კვირა. ყოველ
დღე შეანჯღრიეთ 2-3-ჯერ, შემდეგ გადაწურეთ და მოათავსეთ მუქ ჭურჭელში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.

ნივრის სამკურნალო პასტა ზამთრისთვის

მომზადება:

300 მლ მოცულობის სუფთა, სტერილური ქილა მოამზადეთ. ასეთი პასტა სჯობს პატარა ქილაში შეინახოთ. შეგიძლიათ უფრო პატარა ზომის ქილები გამოიყენოთ.

250 გრ ნიორი გაასუფთავეთ და პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 30 მლ ზეითუნის ზეთი. ნივრის პასტა კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

მიღებული პასტა სუფთა ქილაში გადაიტანეთ, ზემოდან 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაასხით და თავსახური დაახურეთ. ნივრის პასტა შეგიძლიათ შეინახოთ როგორც მაცივარში, ასევე საყინულეში. პასტა საყინულეში ყინულად არ გადაიქცევა. შეგიძლიათ ყინულის ფორმებში პორციებად ჩააწყოთ და საკვები ცელოფანი დააფაროთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version