Vau.ge

მოამზადეთ უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი ძალიან მარტივად! ეს ნამდვილად მოგეწონებათ…

დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა შაქარი
• 5 ც. კვერცხი
• 1 ჭიქა ფქვილი
• 4-7 ც. ვაშლი
• 1/3 ჩ. კ მარილი
• 1 ს. კ ზეთი

მომზადება:

1. სანამ ღუმელი გახურდება, ერთმანეთისგან გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა გათქვიფეთ შაქართან ერთად, ისე რომ მიიღოთ ქაფის კონსისტენციის მასა.

2. თქვეფის პარალელურად, ჩაუმატეთ მიქსს კვერცხის გულები, ძმრიანი, ან ლიმონიანი სოდა და ფქვილი. ცომი არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს.

3. დაამუშავეთ საცხობი ჭურჭელი ზეთით. ჩაასხით მასში ცომის ნახევარი, მოაყარეთ თანაბრად დაჭრილი ვაშლი და მოასხით ცომის დარჩენილი ნახევარი.

4. პირველი 3 წუთით მოათავსეთ დესერტი ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე, შემდეგ დაუწიეთ და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

Exit mobile version