Vau.ge

მოამზადეთ სადილად გემრიელი გუფთა! ძალიან მარტივია…

დაჭირდებათ

• 500 გრ. ღორის ხორცის ფარში
• 10 მლ. ნაღები
• 1 ც. კვერცხი
• 2ც. ბულგარული წიწაკა
• 10 გრ. დაფშვნილი პური
• 2 ც. ხახვი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

1. აურიეთ პურის ნამცეცები ნაღებს და დაასვენეთ მიღებული მიქსი ნახევარი საათით.

2. გაფცქვენით ერთი ცალი ხახვი და მოთუშეთ ზეთში.

3. შეურიეთ ხახვი კვერცხს, ფარშს და ნაღებიან პურს. კარგად აურიეთ და მიეცით მასას ბურთულების ფორმა. კარგად შებრაწეთ ზეთში ყველა მხრიდან.

4. მოათავსეთ გუფთა ფორმაში, მოაყარეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვის რგოლები. მოასხით ცოტა წყალი და მოთუშეთ გუფთა მანამ, სანამ არ მომზადდება.

Exit mobile version