Vau.ge

არაჟნის ტორტი განსაკუთრებული ინგრედიენტით: მოამზადეთ 15 წუთში!

გთავაზობთ უგრემიელესი დესერტის რეცეპტს, მოამზადეთ არაჟნის ტორტი, რომელსაც გამოცხობაც კი არ სჭირდება. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და სცადეთ თქვენც!

არაჟნის ტორტი ალუბლით

ინგრედიენტები

– 600 გ ალუბალი (კურკების გარეშე)
– 400 გ ორცხობილა
– 1 ს/კ შაქარი
– 500 მგ არაჟანი 25 %
– 25 გ ჟელატინი
– 0,5 ჩ/კ ვანილი

მომზადება:

1. ჟელატინი დაასველეთ თბილი წყლით 20 წუთის განმავლობაში. როდესააც ის გაფუვდება, მოათავსეთ ის წყლიან ჭურჭელში, ურიეთ და შეათბეთ, არ აადუღოთ.

2. ღრმა ჯამში აურიეთ არაჟანი, ვანილი და შაქარი. ნელა ჩაასხით ჟელატინიც და მოურიეთ.

3. აურიეთ ორცხობიილა და ალუბალი, მოასხით არაჟნის კრემი, ფრთხილად აურიეთ.

4. დატკეპნეთ კოვზით და შედგით მაცივარში. უმჯობესია გააჩეროთ მთელი ღამით.

5. გამოიღეთ მაცივრიდან და ამოაბრუნეთ ფორმა, გადმოიღეთ ტორტი ლამბაქზზე და მიირთვით.

Exit mobile version