Vau.ge

მოამზადეთ სალათი “აფრიკა”, ქათმითა და კივით – გემრიელი და მარტივია!

დაგჭირდებათ:

• 500 გრ. ქათმის ფილე
• 3 ც. კვერცხი
• 3 ც. კივი
• 1 ც. ვაშლი
• 100 გრ. სტაფილო კორეულად
• 150 გრ. ყველი
• მარილი, მაიონეზი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

1. მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბებად. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. იმ ჯამში, რომელშიც აპირებთ რომ სალათი ააწყოთ, გაანაწილეთ ქათმის ფილე პირველ ფენად.

2. გაასუფთავეთ და გათალეთ კივი, დაჭერით ნახევარწრეებად და მოათავსეთ ქათმის ფენაზე კივის ფენა.

3. მოხარშეთ კვერცხი, გააცალკევეთ ერთმანეთისგან ცილა და გული. გახეხეთ ცილა და მოაყარეთ კივის ფენას. შემდეგ მოასხით არაჟანი ან მაიონეზი.

4. გათალეთ და გახეხეთ ვაშლი. მოათავსეთ ვაშლი მეოთხე ფენად სალათზე.

5. გახეხეთ ყველი და ააწყვეთ მისგან მეხუთე ფენა. წაუსვით სალათს არაჟანი ან მაიონეზი.

6. შემდეგ ფენად მოათავსეთ სტაფილო კორეულად და ისევ მოასხით მაიონეზი. მორთეთ სალათი კვერცხის გახეხილი გულით.

Exit mobile version