Vau.ge

ორგანიზმის გაწმენდა ვიტამინებით

ორგანიზმის გაწმენდა ვიტამინებით

გთავაზობთ მეტად სასარგებლო რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმს ყველაზე
საჭირო ვიტამინების დახმარებით გაიწმენდთ.

– აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით
2 სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ ნადგამი წყალი და შემოდგით ცეცხლზე.

როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუკელით და კიდევსაათ-ნახევარი ხარშეთ. უნდა გამოვიდეს დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში, რომელსაც გადაწურავთ და მაცივარში შედგამთ.

მიღების წესი ასეთია:

ნახევარი ჭიქა ნახარში შეათბეთ და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით, ღამის 12 საათის შემდეგ.

სტაფილო და ქიშმიში სამად გაყავით
და სამი დღის განმავლობაში მიირთვით. ნახარში ეფექტიანად წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს. ორგანიზმის გაწმენდა ასეც შეიძლება:

1 ცალი ლიმონი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ. დაუმატეთ ასევე გახეხილი 1 საშუალო ზომის ნივრის თავი. მოათავსეთ ეს ყველაფერი ლიტრიან ქილაში, დაასხით 2 ჭიქა გაცივებული ანადუღარი წყალი და 45 საათით დადგით სიბნელეში.

მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუ ორკვირიან
კურსს წელიწადში 3-ჯერ ჩაიტარებთ, გაგეწმინდებათ ნაწლავები, 4-5-ჯერ ჩატარებისას კი მთელი ორგანიზმი გათავისუფლდება მავნე წიდისგან.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული შვიტა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. ნაყენი დღეში 3 ჯერ უნდა მოამზადოთ და დალიოთ 10-15 დღის განმავლობაში.

აიღეთ
10 კგ შავი ბოლოკი და წვენი გამოწურეთ. მიიღებთ სამ ლიტრამდე წვენს.
ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და მაცივარში შედგით. მიიღეთ. 30 გრამი დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

პარალელურად საჭიროა დიეტის დაცვაც:

რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ხორცი, ცხიმოვანი კერძები, სახამებელშემცველი
პროდუქტები, კვერცხი. ამ მეთოდის წყალობით ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად ჭარბ წონასაც დააღწევთ თავს.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version