Vau.ge

უნივერსალური ცომი ღვეზელებისთვის! ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ…

დაგჭირდებათ:

• 1 შეკვრა საფუარი
• 1,5 ჭიქა თბილი რძე
• 4 ს. კ შაქარი
• 21 ს. კ ფქვილი
• 2 ც. კვერცხი
• 2/3 ჭიქა ზეთი
• მწიკვი მარილი

მომზადება:

1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი, 6 ს. კ ფქვილი. კარგად აურიეთ, დაფარეთ ჯამი და მოათავსეთ თბილ ადგილას 30 წუთით.

2. ოთახის ტემპერატურაზე მყოფი კვერცხი გათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად და თანდათანობით გადაურიეთ მიღებულ მასას.

3. დაუმატეთ ფქვილი, ზეთი და მოზილეთ ცომი ისე, რომ ცომი არ გეკვროდეთ ხელზე.

4. სამუშაო ზედაპირი დაამუშავეთ ზეთით (და არა ფქვილით), მოათავსეთ მასზე ცომი ერთ გუნდად, დაფარეთ ხელსახოცით და დაასვენეთ 30 წუთით, რომ გაფუვდეს. ამასობაში შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი შიგთავსიც.

5. ცომი დაყავით სასურველ, მომცრო ზომის პორციებად და დაასვენეთ კიდევ 15 წუთით. როგორ მოამზადებთ ღვეზელებს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მათ მომზადებას ღუმელში აპირებთ, დაამუშავეთ ცომის ზედაპირი კვერცხის გულით, თუ უბრალოდ ტაფაზე წვავთ, ეს საჭირო არ არის.

6. აცხვეთ 25 წუთი, 180 გრადუს ცელსიუსზე, ან შეწვიტ ორივე მხრიდან.

Exit mobile version