Vau.ge

ჭინჭრის წვენი – განსაკუთრებული დამხმარეა

ჭინჭრის წვენი - განსაკუთრებული დამხმარეა

დიეტის დაცვა არასოდეს მიცდია — ერთადერთ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმას ვერ ვახერხებდი. შედეგად კი მივიღე ის, რომ ძალიან შემაწუხა ღვიძლმა და ნაღვლის ბუშტმა.

თბილისის ახლოს აგარაკი მაქვს. მისახედად იშვიათად ვიცლი, ამიტომ ეზო ჭინჭრით არის სავსე. ბევრი ამ მცენარეს სარეველად მიიჩნევს, მე კი მგონია, რომ ის ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე მეგობარია. ყოველ შემთხვევაში,
მისი წვენი ძალიან მშველის.

კვებითი ღირებულება

იცოდით, რომ ჭინჭარში ექვსჯერ მეტი კალციუმია, ვიდრე ძროხის რძეში და შვიდჯერ მეტი ჩ ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში?

მოდი, გავიგოთ, რითია მდიდარი ეს მცენარე (მონაცემები მოყვანილია 100 გრამზე გათვლით):

ჭინჭრის კვებითი ღირებულება – 42 კილოკალორია

ცხიმი – 0,6 გ

ნახშირწყლები – 1,3 გ

ცილები – 7,3 გ

ვიტამინები და მინერალები

ჭინჭარს ჯერ კიდევ ავიცენა იყენებდა სისხლდენის შესაჩერებლად – მასში შემავალი K ვიტამინი ააქტიურებს ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს, რაც სისხლის შედედების აუცილებელი ფაქტორია.

სახალხო მკურნალები ჭინჭრის მიღებას რკინის დეფიციტით გამოწვეული დაღლილობისა და ზოგადი სისუსტის დროს გვირჩევენ. ის თითქმის ოთხჯერ მეტ რკინას აწვდის ორგანიზმს, ვიდრე სტეიკი და სამჯერ მეტს, ვიდრე ისპანახი.

ჭინჭარი წმენდს ორგანიზმს წიდისგან. უხდება ღვიძლს, ნაღველს და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭინჭრის წვენს პარაცელსუსი ჰეპატიტიან პაციენტებს ასმევდა.

ჭინჭარი დადებითად მოქმედებს პანკრეასზე – ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებას, აუმჯობესებს ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას.

ჭინჭრის ჩაი საუკეთესოა სახის გამწმენდად, როცა კანქვეშ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს (მაგალითად, აკნეს დროს). ამცირებს ალერგიულ გამონაყარს, უხდება ეგზემას.

ჩემი რეცეპტი ასეთია:

წვენსაწურში ვათავსებ ჭინჭრის ფოთლებს და ვწურავ. 20 წვეთ წვენს ვაზავებ 1/4 ჭიქა თბილ წყალში ან რძეში და ვსვამ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ვმკურნალობ 1 თვის განმავლობაში. შემდეგ ვისვენებ 3კვირა.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Exit mobile version