Vau.ge

თაფლით მკურნალობა – უძილობა, ნევრასთენია

თაფლით მკურნალობა - უძილობა, ნევრასთენია. 

თაფლი

ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო თაფლი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკვებ
პროდუქტს.

თაფლი ყველამ უნდა მიიღოს:

მოზრდილებმა დიდი ფიზიკური დატვირთვის დროს, სპორტსმენებმა,
ბავშვებმა — ზრდის პერიოდში და ხანდაზმულებმა.

თაფლი რეკომენდებულია ყველა მწვავე დაავადებისას (მუცლის ტიფი, სასუნთქი გზების დაავადებები, სიყვითლე), ასევე
ჩაის დასატკბობად.

თაფლის დიდი დოზები რეკომენდებულია გულის უკმარისობის დროს, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა გულის კუნთი ასაკთან ერთად ბერდება და მოდიფიცირდება.

ძილის წინ მიიღეთ 1 ჩ.ჭ. თბილი წყალი 1 ს.კ. თაფლთან ერთად. ეს საშუალება დამამშვიდებლად მოქმედებს, იწვევს მაგარ ძილს.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს
თაფლზე უფრო უვნებელი საძილე საშუალება.

ღვიძლის დაავადებები

1 კგ. თაფლი შეურიეთ 1 კგ. შავ მოცხარს. მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. კურსი ჩაატარეთ ნარევის დამთავრებამდე. ღვიძლის დაავადებებისას სამკურნალო
და პროფილაქტიკური მიზნით რეკომენდებულია დილით 30–50 გრ. თაფლის მიღება სადედე რძესთან ერთად
(მდოგვის ერთი კოვზი), ხოლო სადილის შემდეგ – 1 ს.კ. თაფლი 1 ჩ.კ. ჭეოსთან ერთად. ეფექტურად მოქმედებს 1 კოვზი თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევი. მიიღეთ დილით და საღამოს.

გრიპი

აიღეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ასკილი, 1 ს.კ. მოცხარი, დაასხით მდუღარე წყალი (100 მლ), დააყენეთ 15 წთ, მიიღეთ 3–ჯერ დღეში 1/2 ჩ.ჭ. ჭამის წინ. გრიპის დროს კარგი საშუალებაა გახეხილი ნივრისა და თაფლის
ნარევი 1:1 (მიიღეთ ძილის წინ 1 ს.კ. ნარევი, დააყოლეთ ადუღებული წყალი).

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version