Vau.ge

ჩვეულებრივი მატიტელას არაჩვეულებრივი სამკურნალო რეცეპტები. გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს

ჩვეულებრივი მატიტელას არაჩვეულებრივი სამკურნალო რეცეპტები. გამოიყენება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს

ჩვეულებრივი მატიტელა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები ქვევით დატოტვილია, წვრილი. ფოთლები ღეროზე მონაცვლეობით არის განლაგებული, წვრილია, 2 სმ. სიგრძის, მომწვანო–მონაცრისფრო.

იზრდება როგორცსარეველა გზების პირას, ბოსტანში, წყალსატევების, მდინარეების პირას. ყვავილები წვრილია, მომწვანო–თეთრი, კიდეებზე ვარდისფერი, ან მოწითალო, ნაყოფი მუქი კურკიანად.

სამკურნალოდ იყენებენ მატიტელას ბალახს, რომელსაც ყვავილობის დროს აგროვებენ. ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში, ფარდულებში აშრობენ. დროდადრო ურევენ. ინახავენ მშრალ ადგილას, კარგი ვენტილაციის
პირობებში. შენახვის ვადა - 2 წელი.

მატიტელას ბალახს იყენებენ მეანობა გინეკოლოგიაში, როგორც სისხლის შემდედებელ საშუალებას, ასევე შარდგამომყვანი გზების დაავადებების დროს.

იყენებენ კომპლექსურ თერაპიაში, შარდკენჭოვანი დაავადების პირველ
სტადიაზე და კენჭების მოცილების შემდეგ. ბალახის ნახარში: 3 ს.კ. ხმელ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩ.ჭ. ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წთ, გაწურეთ.

შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1/3–1/2 ჩ.ჭ. 2–4–ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ–ით ადრე კუჭ–ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდგამომყვანი გზების ქრონიკული დაავადებების დროს.

ბალახის ნაყენი: აიღეთ 20 გრ. ხმელი ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 2 საათით, გაწურეთ, მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ღვიძლის დაავადებების დროს.

ბალახის ნაყენი: აიღეთ 20 გრ. ხმელი, დაქუცმაცებული ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალზე. დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ.

მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე (პირის
ღრუში გამოსავლებად სტომატიტის დროს). მიიღეთ 1 ს.კ. 3–4–ჯერ დღეში ტუბერკულოზის, ურეთრიტის დროს.

ბალახის ნახარში: აიღეთ 20 გრ. ხმელი, დაქუცმაცებული ნედლეული 1 ჩ.ჭ. ცხელ წყალზე, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ, მიიყვანეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ს.კ. 3–4–ჯერ დღეში კლიმაქტერული ჰიპერმენორეის, საშვილოსნოდან სისხლდენის, საშვილოსნოს ფიბრომიომასთან დაკავშირებული სისხლდენის დროს.

ბალახის ნახარში: აიღეთ 20 გრ. დაქუცმაცებული ნედლეული 1 ჩ.ჭ. წყალზე, ადუღეთ 10 წთ., გაწურეთ. გამოიყენეთ საფენების სახით ბავშვებში კანის დაავადებების, ალერგიული დიათეზის დროს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version