Vau.ge

მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი “ბანოფი” მარტივად…

დაგჭირდებათ:

• 200 გრ. ორცხობილა (პეჩენია)
• 130 გრ. შაქარი
• 220 გრ. კარაქი
• 300 მლ. შესქელებული რძე
• 4 ც. ბანანი
• 2 გრ. ვანილი
• 2 ჭიქა ნაღები
• 3 ს. კ შაქრის პუდრა

მომზადება:

1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუს ცელსიუსზე. დაფშვენით ორცხობილა ბლენდერში.დაუმატეთ ორცხობილის ნაფშვენებს გამდნარი, ნახევარი კარაქი და 60 გრ. შაქარი. თუ ორცხობილა ისედაც ტკბილია, შაქრის დამატება არ არის საჭირო. ჩაპრესეთ ორცხობილის მასა ფორმაში და აცხვეთ 8-10 წუთის განამვლობაში. შემდეგ გააგრილეთ ნამცხვარი

2. გაადნეთ დარჩენილი კარაქი ჭურჭელში, დაუმატეთ ვანილი, 70 გრ. შაქარი და შემდეგ მოხარშული შესქელებული რძე. შემოდგით ისევ ცეცხლზე, ამზადეთ 3-4 წუთის განამვლობაში, მანამ სანამ არ მასა ფერს არ შეიცვლის. ურიეთ გაუჩერებლად.შემდეგ მოასხით მასა მომზადებულ ორცხობილას.

3. მოათავსეთ დესერტი მაცივარში 2 საათით.

4. გათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად, დაუმატეთ მასას ფრთხილად, დაჭრილი ბანანი და მასა წაუსვით დესერტს. მოათავსეთ მაცივარში კიდევ 1 საათით.

Exit mobile version