Vau.ge

მოამზადეთ ტკბილეული გოგრისგან! ძალიან გემრიელი და მარტივია…

დაგჭირდებათ:

• 2 კგ. გოგრა
• 500 გრ. შაქარი
• 1 ც. ლიმონი
• 1 ც. ფორთოხალი

მომზადება:

1. გარეცხეთ გოგრა და გაათავისუფლეთ თესლისგან. დაჭერით 0,5-1 სმ. სისქის ნაჭრებად. თხლად დაჭერით ლიმონი და ფორთოხალი. მოაყარეთ ყველა ინგრედიენტს შაქარი და დატოვეთ ასე 12 საათის განმავლობაში.

2. ემალიან ჭურჭელში მიიყვანეთ მიღებული მასა დუღილამდე. შემდეგ ისევ დაასვენეთ 12 საათით და ისევ აადუღეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ.

3. მოათავსეთ “კანფეტები” ღუმელში და გააშრეთ 120 გრადუს ცელსიუსზე. ღუმელის კარი ღა უნდა იყოს. გამოაშრეთ კანფეტები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

Exit mobile version