Site icon Vau.ge

ანთების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი სასმელი კურკუმით და რძით

ანთების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედი სასმელი კურკუმით და  რძით

Ქოქოსის სასარგებლო თვისებების და ერთ-ერთი საუკეთესო სანელებლის - კურკუმას წყალობით, ეს სასმელი საუკეთესო საშუალებაა თქვენი ორგანიზმის ჯანმრთწლობისთვის.

ორივე პროდუქტს აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც შესანიშნავად ხსნის ნებისმიერ ტკივილს.ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით, თქვენ გაქვთ ძლიერი სამკურნალო წამალი.

გთავაზობთ 7 ინგრედიენტის შერწყმით  ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო რეცეპტს.

მერწმუნეთ, სასიამოვნოდ გაოცდებით ამ საშუალების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის ეფექტით.

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა იცოდეთ,  როგორ გამოიყენოთ ქოქოსი და კურკუმა ანთებასთან საბრძოლველად და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.

გსმენიათ ოდესმე "ოქროს რძის" შესახებ?

ამ შესანიშნავ სასმელს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს და ძილის წინ ადვილად გადამუშავებადია. კურკუმა ოქროს რძის მთავარი ინგრედიენტია.

რეცეპტი:

ნაბიჯი 1 - გააკეთეთ კურკუმას პასტა.

ინგრედიენტები:

1/4 ჭიქა კურკუმას ფხვნილი

1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი

1/2 ჭიქა გაწმენდილი წყალი

მომზადების მეთოდი:

Ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ქვაბში და კარგად მოურიეთ. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, სანამ სქელ პასტას არ მიიღებთ.
გააცუვეთ, შემდეგ მოათავსეთ მინის ქილაში და შედგით მაცივარში.

ნაბიჯი 2 - თავად „ოქროს რძის“ დამზადება

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ნუშის რძე, შეიძლება იყოს ქოქოსის ან  უბრალოდ  ჩვეულბრივი რძე

1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი

1/4 ჩაის კოვზი კურკუმას პასტა (ან მეტი, თქვენი სურვილის მიხედვით)

თაფლი გემოვნებით.

მომზადება:

ქვაბში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთ მორევა. მთავარია, ნარევი ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ცოტა გაგრილების შემდეგ დაუმატეთ თაფლი გემოვნებით.

რეკომენდებულია ღამით „ოქროს რძის“ დალევა. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 40 დღეს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version