Vau.ge

ქოლესტერინის დარეგულირება და წნევის კოტროლი – ამბობენ ეს  სასმელი სასწაულებს ახდენს

ქოლესტერინის დარეგულირება და წნევის კოტროლი - ამბობენ ეს  სასმელი სასწაულებს ახდენს

დაბინძურებული გარემო, უმოძრაობა, არასწორი კვება, თამბაქო, სტრესები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორ კვებაზე, დღეს რამდენი კალორია მივიღე და ქოლესტერინი რა მდგომარეობაში მაქვსო ამას თავის თავს არავინ ეკითხება, მითუმეტეს მამაკაცები.

ამიტომაც ყველაზე ხშირად მათ აწუხებთ მაღალი ქოლესტერინი, ის კი მოგეხსენებათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიების ლამის მთავარი მიზეზია.

ქოლესტერინი რამე საშინელება არ გეგონოთ; ის, ასე ვთქვათ, უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი (მათ შორის სასქესოც) და D ვიტამინი.

ქოლესტერინის 80%-ის სინთეზი ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე ორგანიზმშივე მიმდინარეობს, 20 %-ს კი საკვების მეშვეობით ვიღებთ.

დაიხსომეთ: ქოლესტერინის დონის მომატება განგაშის სიგნალია. იგი ხომ ათეროსკლეროზის, მაშასადამე, ინსულტების, მიოკარდიუმის ინფარქტების, არტერიული თრომბოზის რისკ-ფაქტორთაგანია.

სცადეთ ეს ბუნებრივი საშუალება. მარტივი და იაფია.

Შემადგენლობა:

1 სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი

1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი

½ კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი

1/2 ჩაის კოვზი ორგანული კოჭა, გახეხილი

1 კბილი ნიორი, გახეხილი

მომზადება და გამოყენება:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შედგით მაცივარში.

რეკომენდებულია ამ საშუალების მცირე რაოდენობით მიღება მთელი დღის განმავლობაში, ყოველი ჭამის წინ.

Შენიშვნა: თუ გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დალევის წინ გახსნათ 1  ჭიქა წყალში ან შეურიოთ თქვენს საყვარელ კოქტეილს.

Დამატებითი ინფორმაცია:

ჯანჯაფილი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს დიაბეტის, ნეფროზული სინდრომის, ჰიპოთირეოზის და ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში.

ვაშლის სიდრი ძმარი აკონტროლებს სისხლში შაქარს, ინსულინს, ტრიგლიცერიდებს და ქოლესტერინის დონეს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.

უმი ნიორი აქვეითებს ტრიგლიცერიდებს, ქოლესტერინს და სისხლში შაქრის დონეს. გარდა ამისა, ნიორს შეუძლია ათეროსკლეროზის სიმპტომების პრევენცია და მკურნალობა.

თაფლი იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის დაგროვებისგან.
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირებით, თქვენ ამცირებთ გულის დაავადების რისკს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Exit mobile version