რევმატიზმი და პოლიართრიტი - ხალხური რეცეპტებით უმოკლეს დროში დააღწევთ თავს მათგან გამოწვეულ ტკივილებს
პოლიართრიტი - არის დაავადება რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაას მოიცავს, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ან გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია, შეშუპება სახსრებში და ა.შ.
რევმატიზმი – დაავადება, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი ინფექციურ-ალერგიული სისტემური დაზიანებით.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
- გულის რევმატიზმი;
- სისხლძარღვების რევმატიზმი;
- სახსრების რევმატიზმი;
- კანის რევმატიზმი;
- ვენტრალური ნერვული სისტემის რევმატიზმი;
- სეროზული საფარის რევმატიზმი.
მიზეზები
- ინფექციური დაავადებები;
- იმუნური სისტემის დაქვეითება;
- ორგანიზმის გადაციება.
სიმპოტმები
- სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე აწევა;
- საერთო სისუსტე;
- სწრაფი დაღლა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- თავის ტკივილი;
- სახსრების ტკივილი, გაწითლება, სახსრების შეშუპება, მოძრაობის დაქვეითება;
- გულის ტკივილი, გახშირებული გულისცემა;
ხალხური რეცეპტები:
ნიახური
დალიეთ ნედლი მცენარის წვენი 1-2 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში. 1 ს.კ ნედლ ძირს დაასხით 2
ჩ.ჭ. მდუღარე. დააყენეთ შეფუთული 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. 3–4–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე. შეგიძლიათ იმავე პროპორციით დააყენოთ ცივ წყალში 4 საათის განმავლობაში. მიიღეთ 1/3–1/4 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. ნიახურს იყენებენ რევმატიზმის და ნიკრისის ქარის დროს.
ანგელოზას ფესვი
მოამზადეთ ანgელოზას ფესვის სპირტზე ნაყენი. ფესვი დააყენეთ 70%-იანი სპირტით 7 დღის განმავლობაში თანაფარდობით: 1 წილი სპირტი და 1/2 ანგელოზა. დაიზილეთ მტკივანი ადგილები 2–3–ჯერ დღეში.
მანანას ბალახი
2 ს.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ლ. წყალი. ადუღეთ 10-15 წთ. დაბალ ცეცხლზე, დააყენეთ შეფუთული ღამის განმავლობაში. მეორე დილით
გაწურეთ და დალიეთ, როგორც ჩაი დღის ნებისმიერ დროს. მკურნალობის კურსი - 3 თვე, შესვენება 2-3 კვირა და ისევ გაიმეორეთ კურსი.
მანანა გამოიყენება რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ხველის, ათეროსკლეროზის, ნერვული მოშლილობის, უძილობის, თავბრუსხვევის, შარდის გამომყოფი სისტემის ორგანოების დაავადებების, თავის ტვინის სისხლძარღვების სტრუქტურის დარღვევის დროს.