Vau.ge

Როგორ მოვამზადოთ რძე დარიჩინით გასახდომად და  კანის გასაწმენდად? – გემრიელი და ძალიან ჯანსაღი რეცეპტი!

Როგორ მოვამზადოთ რძე დარიჩინით გასახდომად და  კანის გასაწმენდად? - გემრიელი და ძალიან ჯანსაღი რეცეპტი!

Ძილის წინ 1 ჭიქა რძის დალევა ბევრი ადამიანის საყვარელი რიტუალია.  დარიჩინი კი  ჩვეულებრივ რძეს აქცევს სუპერ გემრიელ სასმელად. დარიჩინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სანელებელია. იგი  ხელს უწყობს წონის დაკლებას და ასევე ასუფთავებს კანს.

ამ სტატიაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ დარიჩინიანი რძის სასარგებლო თვისებებზე:

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

პირველ რიგში, გადავხედოთ არომატული სანელებლების ზოგიერთ სარგებელს. დარიჩინი პოპულარული სანელებელია, რომელიც მიღებულია ხეების შიდა ქერქიდან. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები.

ეთერზეთები დარიჩინს აძლევს სუნს და გემოს. ზეთი მდიდარია ცინამალდეჰიდით, ნაერთით, რომელიც დარიჩინს ამდიდრებს სასარგებლო თვისებებით.

ანტიოქსიდანტები

დარიჩინი შეიცავს პოლიფენოლებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს.  კვლევამ დაადგინა, რომ დარიჩინი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე 26 სხვადასხვა სანელებელი ერთად აღებული.

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

რძე დარიჩინით უფრო ჯანსაღია, რადგან დარიჩინი ამცირებს ქრონიკულ ანთებას. მეცნიერთა აზრით, დარიჩინში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს ანთების შემცირებას.

Შაქრის დონე სისხლში

ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დაარეგულირონ ცუდი ქოლესტერინის დონე დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინის მიღებით. იმავე დოზას შეუძლია შეამციროს  ტრიგლიცერიდების დონეც.

Დარიჩინი უამრავ სარგებელს იძლევა, რის გამოც  რძე დარიჩინით განსაკუთრებით სასარგებლოა.

მოდით გადავიდეთ რეცეპტზე!

როგორ მოვამზადოთ  რძე დარიჩინით?

საკმარისია ჩაყაროთ მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი 1 ჭიქა თბილ რძეში. გააზავეთ თაფლით ან სხვა ორგანული დამატკბობელით და დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი გემოს გასაუმჯობესებლად.

ყოველთვის იყიდეთ ორგანული, მსუბუქად დამუშავებული დარიჩინი. წაიკითხეთ ეტიკეტები და მოერიდეთ ყველაფერს, რაც შეიცავს შაქარს, რადგან ეს საკვები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version