Ჩემი საყვარელი 3-საფეხურიანი მეთოდი: სუფთა იღლიები სულ რაღაც 15 წუთში !
Რეგულარულად ვიყენებთ საპარსს. ამის გამო იღლიის კანი მუქდება და უხეშდება. კანი ამ ზონაში საკმაოდ მგრძნობიარეა.
არსებობს მარტივი, ბუნებრივი გზები იღლიაში მუქი ლაქების მოსაშორებლად.
ნაბიჯი 1 - სკრაბი
ლიმონი, როგორც ყველამ ვიცით გამაღიავებელი საშუალებაა და ასევე ხელს უწყობს ინფექციებისგან დაცვას. ამცირებს ოფლის სუნს.
მომზადების წესი:
Შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დავ 1/2 ჩაის კოვზი გრანულირებული შაქარი. შეიზილეთ მკლავის არეში მკვდარი კანისა და ჭუჭყის მოსაცილებლად. ჩამოიბანეთ იღლია თბილი წყლით და გაიმშრალეთ.
ნაბიჯი 2 - გათეთრება
ეს პროცესი ხელს უწყობს მუქი ფერის შემცირებას და მის გაღიავებას.
მომზადება:
ცოტაოდენი ფორთოხლის ხმელი ქერქი მოათავსეთ ბლენდერში ფხვნილის მისაღებად. ამ ფხვნილის ცოტაოდენი ნაწილი დაუმატეთ 2 სუფრის კოვზ იოგურტს და წაისვით ნაზავი იღლიის არეში. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. იღლიები გახდება გლუვი და ნაზი.
Ნაბიჯი 3 - დამატენიანებელი
მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ თქვენი იღლიების საჭირო დატენიანება, რათა შეინარჩუნოთ კანის სიჯანსაღე. ეს არის საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ თქვენი იღლიის კანი ყოველთვის დატენიანებული იყოს.
მომზადება:
2 სუფრის კოვზ ფქვილს დაუმატეთ ცოტა წყალი, რომ მიიღოთ სქელი წებოვანი მასა. ზონის გასანათებლად შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კურკუმა. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამ პროცედური შემდეგ თქვენი იღლიები გახდება ისეთი რბილი და თეთრი, როგორც არასდროს.
გააკეთეთ ეს 3 ნაბიჯი და მალე მზად იქნებით ჩაიცვათ უმკლავო ტანსაცმელი როცა მოისურვებთ.
აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.