ადამიანის ორგანიზმში მრავალი პარაზიტი ბინადრობს, მართალია, ზოგიერთი მათგანი რაიმე სიმპტომით არ ვლინდება და შესაძლოა ვერც გაიგოთ რომ პარაზიტი გყავთ, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ რომელი პროდუქტი მიირთვათ რათა თავი მაქსიმალურად დაიცვათ.
ნიორი – ორგანიზმში ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებს და არა მარტო. ის ვირუსებს პარაზიტებს და ბაცილებს ანადგურებს. მას ასევე შეუძლია ორგანიზმიდან შლაკები გამოიტანოს. ის ასევე ეფექტურად ებრძვის სისხლისმწოველ პარაზიტებს, მაგალითად კოღოებს, ტკიპებს.
კაკალი – კაკლის უღელი სისხლს და ნაწლავებს ასუფთავებს. მას ხშირად იყენებენ სოკოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.
მცენარე აბზინდა – მისი ფოთოლი და ყვავილი ეფექტურია ნაწლავების გასასუფთავებლად, ის ანტიმიკრობული თვისებებით გამოირჩევა და შესაბამისად ამ მიმართულებით წარმატებით გამოიყენება.
მიხაკი – მიხაკის ეთერზეთი იდეალურად ათავისუფლებს ნაწლავებს სხვადასხვა ბაქტერიებისგან. ითვლება რომ მიხაკი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ბაქტერია კვერცხში ყოფნისასვე გაანადგუროს.
ბეგქონდარა (ურცი) – ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და შესაბამისად ბაქტერიების და პარაზიტების გაჩენის რისკს ამცირებს. ასევე ბეგქონდარას ზეთი კლავს ნებისმიერ ბაქტერიას, რომელიც ბუდობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ორეგანოს ზეთი – ორეგონს ზეთს ანტიპარაზიტული თვისება აქვს. მას შეუძია ყველა მავნე მიკრობი გაანადგუროს და ნაწლავები გაასუფთავოს.
ჩინური კოპტისი – ეს საშუალება საუკუნეების განმავლობაში ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მასში მიკრობების საწინააღმდეგო მრავალი თვისებაა გაერთიანებული.
დიატომიტი (მთის ფქვილი) – მას შეუძლია ვირუსები გაანადგუროს. ამასთანავე ის ნაწლავურ ფლორაზე დადებითად მოქმედებთ.