Vau.ge

გთავაზობთ კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო რამდენიმე შინაურ საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია. 

გთავაზობთ კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო რამდენიმე შინაურ საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია. 

ჭაობის კოთხუჯის ფესურების ნაყენი (როგორც წყალზე, ასევე სპირტზე) კარგია პირის ღრუში გამოსავლებად კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადებების, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროს.

– კარგია სალბის ნაყენიც. უნდა ივლოთ თბილ-თბილი, ხშირ-ხშირად და დიდხანს გაიჩეროთ პირის ღრუში.

აიღეთ წვრილად დაჭრილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. სამი დღით დააყენეთ მინის ჭურჭელში, მერე საწურში გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.

ლემას ფოთლების ნაყენი და ფხვნილი კბილის ტკივილს აყუჩებს. ნაყენი 40-გრადუსიან სპირტზე მზადდება. აიღეთ 3 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და დააყენეთ 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას.

შემდეგ გადაწურეთ. რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ დოლბანდზე ან ბამბაზე და მტკივანი კბილის ღრმულში ჩაიდეთ — ტკივილი გადის. ფხვნილის მწიკვი ჩაიდეთ ღრმულში და ზემოდან ბამბა დააფარეთ.

კბილის ტკივილს აყუჩებს თავშავას ნაყენიც. კბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის კარგია ასეთი რამ:

აიღეთ მწიკვი ზღვის ან სუფრის მარილი და კარგად დანაყეთ. დაამატეთ 2-3 წვეთი
ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 5 წუთის განმავლობაში თითით შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებში. პროცედურა ჩაიტარეთ თვეში 1-2-ჯერ, დილა-საღამოს.

აუცილებლად სანახავი:ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version