Vau.ge

ართროზს ლიმონით, შვრიითა და კვერცხის ცილის საშუალებით ვუმკლავდები

ართროზს ლიმონით, შვრიითა და კვერცხის ცილის საშუალებით ვუმკლავდები

ართროზი სახსრების დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსარშიდა ხრტილოვანი ქსოვილის ნელი რღვევა

უკავშირდება. ფაქტობრივად, ართროზის დროს, სახსარში ხანგრძლივად მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შედეგად, ძვლების სასახსრე ზედაპირები იცვლება, მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილები დეგენერაციას განიცდის.


რეალურად ტერმინი ართროზი აერთიანებს სახსრების დეგენერაციულ-ანთებითი ხასიათის დაავადებებს, რომელთაც აღმოცენების სხვადასხვა მიზეზი აქვთ, თუმცა განვითარების მექანიზმით ერთმანეთს ემსგავსებიან.

ართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ართროზით დედამიწის მოსახლეობის 80% იტანჯება.

ამ ტიპის დაზიანებანი ფართოდ არის გავრცელებული და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ მესამე ადგილზეა.

მინდა გასწავლოთ, როგორ ვმკურნალობ შინაური საშუალებებით ართროზს.

ლიმონს ვჭრი 1 სმ სისქის ნაჭრებად და ამ ნაჭრებით ვიზელ მტკივან სახსრებს. მარილოვანი წანაზარდები გაიწოვება. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

ეფექტურია ასევე შვრიის კომპრესები: 1 ჩაის ჭიქა შვრიას ვასხამ 2 ჩაის ჭიქა წყალს,
ვდგამ ნელ ცეცხლზე და ვადუღებ 10 წუთის განმავლობაში. ვიკეთებ ამ ფაფის კომპრესს და ვიჩერებ 1 საათის განმავლობაში. ტკივილი სწრაფად გაივლის.

კიდევ ერთი რეცეპტი:

აიღეთ 50 გრამი ქაფური, გახსენით 100 გრამ სპირტში, დაუმატეთ 50 გრამი მდოგვის ფხვნილი და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ 2-3 კვერცხის ცილა და დაუმატეთ ნარევს, მალამო მზადაა, მას მტკივან სახსრებზე ვისვამ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version