Site icon Vau.ge

როგორ მოვიქცეთ საჯდომი ნერვის ანთების დროს? ხალხურ მედიცინას საუკეთესო შემოთავაზება აქვს

როგორ მოვიქცეთ საჯდომი ნერვის ანთების დროს? ხალხურ მედიცინას საუკეთესო შემოთავაზება აქვს

იშიაზი

იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება  და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.

იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

სიმპტომები


იშიაზის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს.

იშიასის საუკეთესო წამალია კრაზანა. მისი ნაყენის მიღება დიდხანს შეიძლება იშიასის, რომელიმე სხვა ნერვის ანთების, აგრეთვე ართრიტის დროს.

• აიღეთ 2 სუფრის კოვზი ბალახი, დაასხით 2 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი და 1-2
საათით დააყენეთ. მიღეთ 1/2 ჭიქა თბილ-თბილი, დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე.

კრაზანას ახალი ფოთლების ნახარში და ნაყენი შეგიძლიათ სვათ კიდეც და კომპრესებადაც გამოიყენოთ იშიასის, რევმატიზმის, რადიკულიტის დროს.

ნახარში: 1 სუფრის კოვზი ფოთოლი 30 წუთი ადუღეთ 1 ჭიქა წყალში. მიიღეთ 1-2 სუ-
ფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. კომპრესებისთვის გამოიყენეთ   ცხელცხელი.

ნევრალგიის, მიოზიტისა და იშიასის დროს კარგია მტკივან ადგილას შავი ლენცოფას
თესლის ზეთის შეზელა.

ზეთი ასე მზადდება: 30 გლენცოფას თესლს დაასხით 100 მლ თბილი მზესუმზირას ზეთი და 10 დღით დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ.

ნევრალგიის, მიოზიტის, იშიასის, რევმატიზმის დროს კარგია მტკივანი ადგილის დაზელა კიტრანას მწვანე ნაყოფის წვენით. ის შესანიშნავად აყუჩებს ტკივილს, მაგრამ ძალიან რთხილად გამოიყენეთ — ტოქსიკურია.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Exit mobile version