Vau.ge

მას შემდეგ რაც თმის მოვლა ჭინჭრითა და კვერცხით დავიწყე სამუდამოდ შემიწყდა ცვენა

მას შემდეგ რაც თმის მოვლა ჭინჭრითა და კვერცხით დავიწყე სამუდამოდ შემიწყდა ცვენა

თმის ცვენის დროს მოამზადეთ ეს საშუალებები: 

50 გრამ გამომშრალ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ ღვინის ძმარი, 7-10 დღე გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გადაწურეთ და წაისვით გამელოტებულ ადგილებზე.

საჭიროა 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 ამპულა D ვიტამინი, 2 კვერცხის
გული. D ვიტამინი აურიეთ აბუსალათინის ზეთში და შეიზილეთ თმის ძირებში კანის
გაწითლებამდე.


გაიმეორეთ ზედიზედ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს დაიბანეთ თავი კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია). ერთი დღის შემდეგ ეს ციკლი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ.

ხშირად სამი კურსის შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის
ზრდა, თმის ძირები მაგრდება, თმა ხშირდება.

2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადუ-
რის სპირტი. ეს ნარევი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, შემდეგ კი ცხელი წყლით დაიბანოთ. რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.

თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი. აიღეთ 10 გრამი ხმელი კრაზანას
ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის).

1 კვირა გააჩერეთ, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში. ამ ნაყენით უნდა გაიწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.

ცხიმიანი თმისთვის

- შეათქვიფეთ 1 კვერცხის გულს 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ
ახალდაბანილი თმის ძირებში, გაიჩერეთ 1 საათს და ჩამოიბანეთ. ამ საშუალებას იყენებენ ქერტლის, კანის სიმშრალისა და ბოლოჭამიების დროსაც.

– კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 საშუალო ზომის გახეხილი
ხახვი და 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. შველის თმის ცვენასაც.

1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათით
მოათავსეთ თერმოსში, შემდეგ გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში.

თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1 საათის შემდეგ
ჩამოიბანეთ. შველის თმის ცვენასაც.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version