Vau.ge

ლიმონი და კვერცხი დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ

ლიმონი და კვერცხი დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ

დეპრესია -  ეს არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე  გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს  ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში.

დეპრესიის ნიშნები ძალიან მრავალფეროვანია. კლასიკურად კი სამი ძირითადი ნიშანი იკვეთება. პირველი– ეს არის დაქვეითებული გუნება – განწყობა.


მეორე– ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანი აზრების სიმცირეს განიცდის. მაგალითად, 5 წუთის მანძილზე თუ ჩვეულებრივ ვამბობთ 100 სიტყვას, დეპრესიის დროს სიტყვების რაოდენობა მცირდება, ხშირად ლაპარაკის სურვილი სართოდ ქრება, თავში აზრები არ მოდის.

მესამე ნიშანი არის მოტორული სფეროს – მოძრაობების შეფერხება, დეპრესიის დროს ადამიანს სამსახურში, მეგობრებში, გასართობად და ა.შ. სიარულის სურვილი უქრება. ურჩევნია, მთელი დღის განმავლობაში ლოგინში იწვეს.

მეუღლესთან უთანხმოებამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ახლობლები რას აღარ მთავაზობდნენ, მაგრამ ამაოდ სპეციალისტთან მისვლასა და მკურნალობაზე ფიქრიც არ მინდოდა.

ბოლოს შვილების ხათრით რაღაც დამამშვიდებელი ნარევის სმა დავიწყე. თქვენ წარმოიდგინეთ, ორიოდე კვირაში მხოლოდ დეპრესიას კი არ დავაღწიე თავი, პრობლემისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. მომავალზეც კი დავიწყე ფიქრი.

გთავაზობთ ჩემ მიერ ნაცადი წამლის რეცეპტს. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

წამლის მოსამზადებლად საჭიროა ერთი კვერცხი და ორი ლიმონი. საღამოს კარგად
გარეცხეთ ახალი კვერცხი, ორი მოზრდილი ლიმონი კარგად გამოწურეთ და გამონაწური კვერცხს დაასხით (კვერცხი მთლიანად უნდა დაიფაროს).

ასე დატოვეთ დილამდე. დილით კვერცხი ამოიღეთ, დარჩენილ სითხეს კარგად მოურიეთ და უზმოზე დალიეთ.

ნაყენის თეთრი ლაქები ნუ შეგაშინებთ, ლიმონის წვენს მონაცრისფრო ფერი უნდა
დაჰკრავდეს. წვენიდან ამოღებული კვერცხი შეგიძლიათ ჩვეულებრივ გამოიყენოთ კერძის მოსამზადებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version