Vau.ge

ასკილის ნაყენი თქვენი მშველელია – პირველივე გამოყენებისას დარწმუნდებით ამაში

ასკილის ნაყენი თქვენი მშველელია - პირველივე გამოყენებისას დარწმუნდებით ამაში

ასკილის ნაყოფი არის კენკრისებური და აქვს კვერცხისებური ან სფეროსებური ფორმა. მისი ფერი არის წითელი ან ნარინჯისფერი.

ნაყოფის შიგნითა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისისებური ბუსუსსებით, რომელთა შორისაც მოთავსებულია დიდ რაოდენობის წვრილი მკვრივი თესლები. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.

ქიმიური შემადგენლობა
>ვიტამინები: A, B1, B2, B3, B7, C, K

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ასკილის ნაყოფის ძირითადი თვისებები დაკავშირებულია ასკორბინის მჟავის მოქმედებასთან. მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, სტეროიდული ჰორმონების და კოლაგენის სინთეზში.

ორგანიზმში ხელს უწყობს ფერმენტების წარმოქმნის პროცესს, რაც თავისთვად კარგად აისახება საკვების მონელების პროცესზე.

ამაღლებს ორაგნიზმის დაცვით ფუნქციას ინფექციების და ვირუსების წინააღმდეგ.

ამაღლებს შრომისუნარიანობას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

გამოყენება მედიცინაში

ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სისხლის შედედების გასაუმჯობესებლად, სურავანდის (C ვიტამინის ნაკლებობა), ჰემოფილიის (სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა), სისხლდენის (ცხვირინად, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან), ინფექციური დაავადებების, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა).

ღვიძლის დაავადებების, ძვლის მოტეხილობის, სამრეწველო შხამებით მოწამვლის, დიდიხნის შეუხორცებელი ჭროლობების და წყლულების, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს.

ასევე კარგი ჩვენებები აქვს კორონალური ათეროსკლეროზის და ქოლესტერინის შემცირების კუთხით.

მიღების წესი:

გახმარი ასკილი 1 ჩაის კოვზი  მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ დაამატოთ. დალიეთ დღეში ორჯერ.
არ მიიღოთ თუ სისხლში მომატებულია შედედების უნარი, ან სისხლის სიბლანტე.\

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version