Vau.ge

Როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი? : ყველაზე ეფექტური რეცეპტები

Როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინი? : ყველაზე ეფექტური რეცეპტები

Ჰემოგლობინის დონე ასევე შეიძლება გაიზარდოს შემდეგი პროდუქტების დახმარებით: ქატო, ხორბლის ფაფა, გარგარი, გარგრის ჩირი, შავი შოკოლადი, მწვანე ვაშლი, მარცვლეულის პური, წითელი ყურძენი, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ბროწეული, ქლიავის წვენი, ქლიავი, ქიშმიში, ბარდა, პამიდორი,  ბროკოლი.

ყველა ეს პროდუქტი მდიდარია რკინით, რაც ზრდის ჰემოგლობინს. ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ბევრი რკინის შემცველობით ხორცს შეედრება.
ჰემოგლობინის გაზრდის სპეციალური რეცეპტები.


შემდეგი რეცეპტებიდან შეარჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ და შეეცადეთ გამოიყენოთ იგი მუდმივად, როგორც „ვიტამინური დანამატი“ ორგანიზმისთვის.

1) გახეხეთ ერთი ჭიქა ნიგოზი და ერთი ჭიქა უმი წიწიბურა, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი, ყველაფერი აურიეთ, მიირთვით თითო სუფრის კოვზი ყოველდღე.

2) ნიგოზი, გარგრის ჩირი, თაფლი, ქიშმიში - ყველაფერი 1:1 თანაფარდობით - გაატარეთ და კარგად აურიეთ, მიირთვით 1-3 სუფრის კოვზი დღეში (ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი არა მხოლოდ ჰემოგლობინის ასამაღლებლად, არამედ ორგანიზმის გაჯქნსაღებისთვის. გაჯერებულია საჭირო ვიტამინებით).

3) 1 ჭიქა ქლიავი, გარგრის ჩირი, ნიგოზი, გახეხეთ ქიშმიში, დაუმატეთ თაფლი, დაუმატეთ 1-2 ლიმონი კანით (ლიმონის ნაცვლად შეიძლება ალოეს წვენი დაუმატოთ), მიირთვით 1-3 სუფრის კოვზი დღეში.

4) 100 მლ ახლად გამოწურული ჭარხლის წვენი, 100 მლ სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ (ამაღლებს ჰემოგლობინს სულ რაღაც 2 დღეში).

5) 1/2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენი და 1/4 ჭიქა სტაფილოს წვენი, აურიეთ და დალიეთ 1-2-ჯერ დღეში.

6) 1/2 ჭიქა ახლად გამოწურული ვაშლის წვენი, 1/2 ჭიქა სახლში გაწურული მოცვის წვენი, 1 სუფრის კოვზი ახლად გამოწურული ჭარხლის წვენი, აურიეთ და დალიეთ.

7) ნედლი წიწიბურა 1/2 ჭიქა, გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა კეფირი და დატოვეთ ღამით, დილით ფაფა მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ.

8) 1/2 ჭიქა კარგი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო, მოდუღებული წყლის აბაზანაზე  5-7 წუთის განმავლობაში; 1/4 ჭიქა ქაცვს დაასხით ერთი ჭიჭა წყალი, გააჩერეთ  და ცოტქ ხნის შემდეგ  დალიეთ თბილი.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Exit mobile version